მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 18 ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი მიმართულებების დამატებაზე - კობახიძე
18 ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი მიმართულებების დამატებაზე - კობახიძე

18 ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი მიმართულებების დამატებაზე - კობახიძე

BM.GE26 ივნისი, 2026, 14:11|bm.ge

"აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 18 ავიაკომპანიასთან ბაზარზე ოპერირების დაწყებისა და ავიამიმართულებების დამატების მიზნით", - ამის შესახებ პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა საავიაციო სექტორში გატარებულ ღონისძიებებზე მათ შორის, თქვა, რომ აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების ოპტიმიზაციის შედეგად 70 მლნ ლარი დაიზოგა, საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად კი - 720 ათასი ლარი.

„ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარიმართა კომპანია TAV-თან და ADP-თან თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. გაგრძელდა ხელშეკრულება 5 წლის ვადით და ამ კონტრაქტის გაგრძელების შედეგად აეროპორტების გაერთიანებამ ერთჯერადად მიიღო 25 მილიონი დოლარის შემოსავალი. უზრუნველყოფილი იქნა 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. ამ ყველაფრის შედეგად თბილისის მოქმედი აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება 53%-ით. ამ ხელშეკრულების შედეგად ოთხჯერ გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფოს წლიური შემოსავლები.

ქვეყანაში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა გაიზარდა 62-დან 82-მდე, 20 ახალი ავიაკომპანია დაემატა ქვეყანას, ვინც ოპერირებს საქართველოში. ავიამიმართულებების რაოდენობა გაიზარდა 109-დან 125-მდე. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 18 ავიაკომპანიასთან ბაზარზე ოპერირების დაწყებისა და ავიამიმართულებების დამატების მიზნით. სამოქალაქო ავიაციაში გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა 54%-ით გასული წლის განმავლობაში. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაიზარდა 14%-ით. ჩვენმა აეროპორტებმა გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 8.5 მილიონი მგზავრი გაატარა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა“, - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ერაყი OPEC-იდან გასვლას განიხილავს

ერაყი OPEC-იდან გასვლას განიხილავს

BM.GE

პრემიერის განცხადებით, სოციალური დახმარება 22 707 ოჯახს შეუწყდა

პრემიერის განცხადებით, სოციალური დახმარება 22 707 ოჯახს შეუწყდა

BM.GE

საქართველოში 20 000-მდე არალეგალი მიგრანტია - ჩვენი ამოცანა ამ მაჩვენებლის ნულამდე დაყვანაა | პრემიერი

საქართველოში 20 000-მდე არალეგალი მიგრანტია - ჩვენი ამოცანა ამ მაჩვენებლის ნულამდე დაყვანაა | პრემიერი

BM.GE

₾40 მილიონზე მეტი, რომელიც არასწორად იხარჯებოდა, ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში - კობახიძე

₾40 მილიონზე მეტი, რომელიც არასწორად იხარჯებოდა, ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში - კობახიძე

BM.GE