
19 უძრავი ქონება, $0.5 მლნ-ის დანაზოგი ნაღდი ფულით| რა ქონებას ფლობს ირაკლი კირცხალია?
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 2025 წელს €150 000-ად LAND ROVER RANGE ROVER, 2026 წელს კი €56 200-ად VOLVO XC90 HYBRID იყიდა - ამის შესახებ დეპუტატის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა.
მის სახელზეა ასევე 2021 წელს 27 000 დოლარად შეძენილი TOYOTA CAMRY HYBRID.
დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრმა გასულ წელს ხელფასი 120 126 ლარის მოცულობით აიღო.
ირაკლი კირცხალიას გასული წლის ბოლოს 510 000 დოლარის დანაზოგი ნაღდი ფულის სახით ჰქონდა. გარდა ამისა საქართველოს ბანკის დეპოზიტის ანგარიშზე მას 935 000 ლარი, ხოლო ბავშვის სახელზე გახსნილ საბავშვო ანავარზე 108 371 ლარი ჰქონდა განთავსებული.
წარმოდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიხედვით, უშუალოდ ირაკლი კირცხალიას საკუთრებაში (100%-იანი წილით) 19 უძრავი ქონებას ფლობს. აქედან 8 მიწის აკვ
კერძოდ, მისი უძრავი ქონების ჩამონათვალი სახეობების მიხედვით ასეთია:
8 მიწის ნაკვეთი:
• ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი განმუხური (2752 კვ.მ); • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსოვრისი (2318 კვ.მ); • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსოვრისი (5925 კვ.მ); • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსოვრისი (3680 კვ.მ); • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსოვრისი (6531 კვ.მ); • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსოვრისი (2500 კვ.მ); • მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსოვრისი (24 879 კვ.მ, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები); • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, დაბა მანგლისი (2300 კვ.მ); • ქ. თბილისი, რევაზ ჯაფარიძის ქ. N 9 (497 კვ.მ, შენობა-ნაგებობებით). • ქ. თბილისი. ჭავჭავაძის გამზ. I შესახვევი N 31 (343 კვ.მ.)
4 საცხოვრებელი სახლი და 1 ბინა:
• ქ. თბილისში, რ. ჯაფარიძის ქ. N 28ა (59,7 კვ.მ) 2020 წელს ჩუქებით მიღებული სახლი; • ქ. თბილისი, რ. ჯაფარიძის ქ. N 28ა (34,5 კვ.მ) 2020 წელს ჩუქებით მიღებული სახლი; • ქ. თბილისი, რ. ჯაფარიძის ქ. N 28ა (49,62 კვ.მ). 65 100 ლარად 2020 წელს ნაყიდი სახლი • ქ. თბილისი, რ. ჯაფარიძის ქ. N 28ა (168,6 კვ.მ); 126 000 ლარად 2016 წელს ნაყიდი სახლი; • ბინა – ქ. თბილისი, რ. ჯაფარიძის ქ. N 28ა (163,8 კვ.მ). 2016 წელს 388 000 ლარად ნაყიდი ბინა.
3 ავტოფარეხი, 2 საკუჭნაოები და 1 ტექნიკური სათავსო
• ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელი გუდაურში 23,6 კვ.მ-ის ავტოფარეხი; • ქ. თბილისში, რ. ჯაფარიძის ქ. N 28ა-ში ნაყიდი 15,1 კვ.მ-ის ავტოფარეხი; • ქ. თბილისი, რ. ჯაფარიძის ქ. N 28ა-ში ნაყიდი 26,4 კვ.მ-ის ავტოფარეხი; • ქ. თბილისი, რ. ჯაფარიძის ქ. N 28ა-ში ნაჩუქარი 37,6 კვ.მ-ის ტექნიკური სათავსო; • ქ. თბილისი, რ. ჯაფარიძის ქ. N 28ა-ში 16,5 კვ.მ და 16,3 კვ.მ-ის საკუჭნაოები.
ამასთან, მისი შვილი იოსებ კირცხალია ყაზბეგში, სოფელ გუდაურში 61.5 კვ.მ-ის ბინას და თბილისში, ჭავჭავაძის I ჩიხში 112.2 კვ.მ-ის ბინას ფლობს; მისი ცოლის სალომე ირემაშვილის სახელზეა დიღმის მასივში 50%-იანი თანამესაკუთრეობით 108 კვ.მ.-ის ბინა და ბაკურიანში 276 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთი.
წილები კომპანიებში
ირაკლი კირცხალია წილებს ფლობს კომპანიებში, სადაც 100%-იანი წილის მფლობელია და ყველა მათგანში წილის მართვა გადაცემული აქვს:
• შპს ჯი დი ფროფერთი; • შპს ევროენი; • შპს ემ ფროფერთი; • შპს ვისტა; • შპს ლაითური აგრო; • შპს EPIC DEVELOPMENT
ირაკლი კირცხალიამ შპს „ვისტა მთაწმინდა"-ს კაპიტალის შემცირებიდან ჯამში 123 478 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან მან 2025 წელს 24 000 ლარის ქონების გადასახადი გადაიხადა.
ამასთან, დეპუტატმა 2022 წელს თავის ერთ-ერთ კომპანიაში 4 მილიონი ლარი შეიტანა, საიდანაც 2025 წელს 2 131 000 ლარის დაუბრუნეს.
ირაკლი კირცხალია გასული წლის დეკლარაციაში წერს, რომ 48 820 ლარის საოჯახო ხარჯი ჰქონდა;
სამოგზაურო ხარჯებმა კი 1 960 დოლარი, 2 338 ევრო და 42 853 ლარი შეადგინა.
დეპუტატმა დას ფულადი საჩუქარი 9 000 ლარის, მამას კი 30 000 ლარის მოცულობით გაუკეთა, ხოლო მამიდასგან 1 850 ევროს საჩუქარი მიიღო.
BM.GE
წყარო: bm.ge