მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BSP:20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მივიღებთ
BSP:20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მივიღებთ

BSP:20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მივიღებთ

BM.GE1 აგვისტო, 2026, 14:16|bm.ge

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მფლობელი კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” აცხადებს, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მივიღებთ.

ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯებია აღწერილი.

განცხადების თანახმად, 2026 წლის 3 ივლისს, “ ბლექს სი პეტროლიუმსა” და საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას შორის გაფორმებული ნედლი ნავთობის მიწოდების ხელშეკრულების ფარგლებში, 20-დან 30 აგვისტომდე პერიოდში, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა ლიბიური წარმოშობის ნედლ ნავთობს მიიღებს. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლის ბოლომდე და ითვალისწინებს ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას.

ასევე, კომპანიაში ამბობენ, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა საწარმომ ივლისის დასაწყისში დაიწყო ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავება, რასაც აგვისტოს თვეშიც გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის თანახმად, კომპანიის წინააღმდეგ 6 თვის ვადაში ამოქმედდება შეზღუდვები თუკი არ შეასრულებს ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებას და აღნიშნულ პერიოდში რუსულ ნავთობს არ ჩაანაცვლებს სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობით.

"ბლექ სი პეტროლიუმში" აცხადებენ, რომ ევროკომისიის მიერ დაწესებული ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი სწორედ რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლებას ემსახურება და BSP-ის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები აღნიშნულ მიზანსა და ვადებს სრულად შეესაბამება.

გავაგრძელებთ ნედლეულის დივერსიფიკაციას და ვითანამშრომლებთ ევროკომისიასთან|"ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

€30 ათასი ნაღდი ფული, ₾120 ათასი შემოსავალი, ბინა - რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი?

€30 ათასი ნაღდი ფული, ₾120 ათასი შემოსავალი, ბინა - რა ქონებას ფლობს კულტურის ახალი მინისტრი?

BM.GE

ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი ₾6.4 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

ადგილობრივი არასამთავრობო ობლიგაციების ბაზარი ₾6.4 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

BM.GE

AI თაღლითობა ყალბი ფოტოების გამოყენებით - როგორ ამოვიცნოთ თაღლითური პოსტები?

AI თაღლითობა ყალბი ფოტოების გამოყენებით - როგორ ამოვიცნოთ თაღლითური პოსტები?

BM.GE

ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს - კრავჩენკომ ქვეყანა დატოვა

ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს - კრავჩენკომ ქვეყანა დატოვა

BM.GE