მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 20 ოქტომბერს, "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გაფართოებული მანდატის პრეზენტაციას გამართავს
20 ოქტომბერს, "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გაფართოებული მანდატის პრეზენტაციას გამართავს

20 ოქტომბერს, "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გაფართოებული მანდატის პრეზენტაციას გამართავს

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 18:42|bm.ge

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სს "ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გაფართოებული მანდატის პრეზენტაციას გამართავს - ამის შესახებ სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ხელშეკრულებაში არის აღნიშნული, რომელიც ამ პრეზენტაციის ორგანიზებას უკავშირდება. ღონისძიება 20 ოქტომბერს უნდა გაიმართოს და ის ბიუჯეტს 123,500 ლარი დაუჯდება.

"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ოფიციალური წარდგენის ღონისძიების ორგანიზება - კორპორაციის გაფართოებული მანდატისა და მის მიმართ არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ღონისძიების მიზანია კორპორაციის საქმიანობის, როლისა და სამომავლო ხედვის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის", - ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

საქართველოს განვითარების კორპორაცია მთავრობამ 2026 წლის გაზაფხულზე, პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს საფუძველზე დააფუძნა. ამ დრომდე კორპორაციის მანდატი ძირითადად სწორედ ამ პროგრამის განხორციელებას უკავშირდებოდა და 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მასზე 200 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახით ფართოვდება კორპორაციის მანდატი და მოიცავს თუ არა ეს ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი საპარტნიორო ფონდის) ფუნქციების გადაბარებას. თავის მხრივ აღნიშნული ფონდი ამჟამად ლიკვიდაციის ფაზაშია, თუმცა 2026 წლის გაზაფხულზე შესაბამისი კანონის მიღების პროცესში ითქვა, რომ ამ ფონდის ფუნქციები ახალ კორპორაციაზე უნდა ყოფილიყო გადაბარებული. თუმცა, ამას ჯერჯერობით არც ბიუჯეტის პირველადი პროექტი არ ითვალისწინებს.

რაც შეეხება უშუალოდ "აწარმოე საქართველოში"-ს დაფინანსებას, მისთვის 200 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული, საიდანაც 5 მილიონი ლარი ადმინისტრაციული ხარჯებია, ხოლო 195 მილიონი ლარი უშუალოდ პროგრამის დაფინანსება. აღნიშნულ თანხას ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" მიიღებს.

2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, მომდევნო წელს პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 410 ბიზნესის თანადაფინანსების დაწყება არის განსაზღვრული, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში 150-200 ბენეფიციარის დაფინანსება; მიკრო ბიზნეს სესხების მიმართულებით კი 2300-მდე მეწარმის თანადაფინანსება. პროგრამა ასევე ახდენს სუბსიდირებული იპოთეკების პროგრამის მართვას და მოელის, რომ მომდევნო წელს დაახლოებით 1000 ახალი იპოთეკური სესხის სუბსიდირების დაწყება მოხდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

20 ოქტომბრიდან ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

20 ოქტომბრიდან ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

BM.GE

საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით

BM.GE

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდა

BM.GE

ჩინეთთან და რუსეთთან ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, ევროკავშირთან კი შემცირდა | ICC-ის ინდექსი

ჩინეთთან და რუსეთთან ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, ევროკავშირთან კი შემცირდა | ICC-ის ინდექსი

BM.GE