მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით
საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით

საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებით

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 20:01|bm.ge

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის ახალ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მათთვის საინტერესო პროფესიული მიმართულება სრულიად უფასოდ შეისწავლონ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ სასურველი კურსი პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და განივითარონ როგორც ტექნოლოგიური, ისე შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარები სრული დაფინანსებით.

რისი სწავლა შეუძლიათ მოსწავლეებს?

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულების კურსებიდან შეუძლიათ არჩევანის გაკეთება. მათ შორისაა:

• პროგრამირება: პროგრამირების საფუძვლები, ვებპროგრამირება ნულიდან, Front-end Development, Back-end Development და React Native; • დიზაინი: გრაფიკული დიზაინი და UI/UX დიზაინი; • ხელოვნური ინტელექტი: AI აგენტები და ავტომატიზაცია, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი და AI-ის გამოყენებით კონტენტის შექმნა; • ტექნოლოგიები და მენეჯმენტი: IT პროექტების მართვა; • მეწარმეობა და კომუნიკაცია: AI და მეწარმეობა და კრეატიული კომუნიკაცია.

რომელ აკადემიებში შეძლებენ მოსწავლეები საქართველოს ბანკის სტიპენდიის მიღებას?

საქართველოს ბანკის სტიპენდიის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის:

• IT აკადემია STEP; • სქილვილი (Skillville); • Edutech Academy; • Re:educate; • ელექტრონული აკადემია; • დიზაინ ინსტიტუტი

როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს სტიპენდიის მიღება?

სტიპენდიის მისაღებად კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება, ხოლო ზოგიერთი აკადემიის შემთხვევაში დამატებითი ტესტირებაც იქნება გათვალისწინებული.

პროექტი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სკოლის პარალელურად მიიღონ დამატებითი ცოდნა, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი პროფესიული არჩევანისთვის საჭირო გამოცდილება დააგროვონ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისთვის განათლების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და მხარს უჭერს, რათა ადამიანებს სხვადასხვა ასაკსა და ეტაპზე ჰქონდეთ ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობა.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდარუსთავი 2
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებსტვ პირველი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

პუტინმა რუსეთის მთავრობაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაამტკიცა

პუტინმა რუსეთის მთავრობაში მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაამტკიცა

BM.GE

საფრანგეთში საპროტესტო აქციებისას 2,400-მდე პირი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციებისას 2,400-მდე პირი დააკავეს

BM.GE

მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა | ფასები და პირობები

მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანა | ფასები და პირობები

BM.GE

"ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთის კავშირების გაძლიერებას" - რა ეტაპზეა ახალციხე–თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი?

"ხელს შეუწყობს საქართველო-თურქეთის კავშირების გაძლიერებას" - რა ეტაპზეა ახალციხე–თორთუმის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი?

BM.GE