მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2020-2025 წლებში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა|სემეკი მიზეზებს განმარტავს
2020-2025 წლებში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა|სემეკი მიზეზებს განმარტავს

2020-2025 წლებში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა|სემეკი მიზეზებს განმარტავს

BM.GE2 ივნისი, 2026, 10:44|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ გივი სანიკიძის განმარტებით, „რუსული გაზის იმპორტის ზრდა აზერბაიჯანული გაზის შემცირების ხარჯზე არ მომხდარა“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ერთ-ერთი კითხვა რუსეთიდან გაზის იმპორტის ზრდის მიზეზებს შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ ბოლო 6 წელიწადში რუსეთიდან გაზის იმპორტი 4-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, თუ 2020 წელს ქვეყანამ 204 მლნ კუბური მეტრი გაზი შეიძინა, 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 886 მლნ კუბურ მეტრს მიაღწია.

2025 წელსაც, წინა წელთან შედარებით, რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი მცირედით გაიზარდა, რაც, სემეკის წევრის განმარტებით, განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარებით.

- ჩვენ თუ გადავხედავთ გასული წლის სტატისტიკას, იქ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა არ შემცირებულა. თქვენ ახსენეთ 2020 წელი და მაშინაც 2 მილიარდ 300 მილიონი კუბური მეტრი იყო იმპორტირებული; 2024 წელსაც 2 მილიარდ 300 მილიონი იყო და 2025 წელსაც თითქმის 2 მილიარდ 300 მილიონი იყო იმპორტირებული. ანუ რუსული გაზის მოცულობის ზრდა არ მომხდარა აზერბაიჯანული გაზის იმპორტის შემცირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, 2020 წლიდან მოყოლებული მოხმარება გაზრდილია - თუ მაშინ თითქმის 2 მილიარდ 600 მილიონი იყო ქვეყნის მოხმარება, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი თითქმის 3 მილიარდ 200 მილიონამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, გამართლებულია ის, რომ ქვეყანა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ მოწოდების წყაროზე. მოწოდების წყაროები დივერსიფიცირებულია და, ბუნებრივია, ეს გვაზღვევს გარკვეული რისკებისგან, როდესაც შესაძლებელია რაიმე შეფერხება მოხდეს თითოეული მიმართულებით გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. მთავარი მიზეზი და ამოცანა არის ის, რომ მომხმარებელი არ დარჩეს გაზის გარეშე; როდესაც იზრდება მოხმარება, თუ მომწოდებელი მხარე თავის საკონტრაქტო ვალდებულებას ასრულებს - ამ შემთხვევაში აზერბაიჯანულ მხარეს ვგულისხმობ - ბუნებრივია, დამატებითი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია სხვა, ალტერნატიული წყაროებიდან გაზის შემოტანა და ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია.

- დივერსიფიკაცია, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ რუსეთი არ არის მთლად საიმედო დივერსიფიკაციის წყარო ჩვენი ქვეყნისთვის, არცერთი მიმართულებით, ამიტომ ჩნდება ლოგიკური კითხვა ჩნდება, რომლის პირდაპირი ადრესატი, შეიძლება, თქვენ არც ხართ: დიახ, აზერბაიჯანი ასრულებს თავის პირობებს, ვიღებთ კუთვნილ გაზს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გაზი მივიღოთ აზერბაიჯანიდან და ნაკლებად გაიზარდოს რუსეთზე დამოკიდებულება?

- დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ ყველაფერი კეთდება. რასაკვირველია, აზერბაიჯანსაც აქვს თავისი ვალდებულებები, თავისი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებას გაზის მოწოდების ნაწილში. ცხადია, მას [აზერბაიჯანს] აქვს თავისი ვალდებულებები სხვა მიმართულებებითაც. შეიძლება, სახელმწიფოს მხრიდან იყოს ყველანაირი მცდელობა იმისა, რომ უფრო მეტად ვიყოთ უზრუნველყოფილი აზერბაიჯანული გაზით, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ასევე მოწოდებელი მხარის ინტერესები და ვალდებულებებიც. თუმცა ჩვენ აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ, როგორც თქვენ ბრძანეთ, გაზის მოხმარების 70% და მეტი აზერბაიჯანულ მხარეზე მოდის და, შესაბამისად, რუსულ გაზზე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი დამოკიდებულება, რომ ჩვენ აქ პოლიტიკურად რაიმე რისკფაქტორები შეგვექმნას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, სემეკის კომპეტენცია, მაგრამ, ბუნებრივია, იქნება მოფიქრებული ისეთი მექანიზმები, როდესაც ასეთი რისკები შესაბამისად დაზღვეული იქნება ალტერნატიული მოწოდებით, თუნდაც იგივე აზერბაიჯანული მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სწორად იქნება შეფასებული.

ცნობისთვის: საქართველომ 2025 წელს სულ 3.1 მლრდ კუბური მეტრი გაზი მოიხმარა - ქვეყანა თითქმის 100%-ითაა დამოკიდებული იმპორტზე. 2025 წელს ქვეყნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიღებული ბუნებრივი გაზის წილმა 71.7% შეადგინა, რუსეთის ფედერაციიდან ქვეყანამ ბუნებრივი აირის 27.9% მიიღო, ხოლო დარჩენილი ნაწილი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პორტის პროექტი ხორციელდება წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად - მთავრობის ანგარიში

ანაკლიის პორტის პროექტი ხორციელდება წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად - მთავრობის ანგარიში

BM.GE

„Biograpi Living”  დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს

„Biograpi Living”  დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს

BM.GE

ბელორუსული რძის იმპორტი, ყურძნის სპირტის ექსპორტი - რაზე ესაუბრა დავით სონღულაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს?

ბელორუსული რძის იმპორტი, ყურძნის სპირტის ექსპორტი - რაზე ესაუბრა დავით სონღულაშვილი ბელარუსის ვიცე-პრემიერს?

BM.GE

მომხმარებელთა საჩივრების 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება - კონკურენციისა სააგენტოს 5 თვის ანგარიში

მომხმარებელთა საჩივრების 70% ონლაინ ვაჭრობას ეხება - კონკურენციისა სააგენტოს 5 თვის ანგარიში

BM.GE