მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. "თბილისი მოლი": "დეზერტირების" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
"თბილისი მოლი": "დეზერტირების" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

"თბილისი მოლი": "დეზერტირების" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ფორმულა|formulanews.ge

"დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე (წინამძღვრიშვილის ქ. №135) არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გამო, იწყება მასშტაბური გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები.ამის შესახებ ნათქვამია შპს "თბილისი მოლის" განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გასულ ღამეს ტერიტორიაზე განთავსებულმა მიწისქვეშა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მძიმე ამორტიზაციამ შექმნა მწვავე ავარიული სიტუაცია, რამაც გამოიწვია საკანალიზაციო შემკრები ჭების გაჭედვა და ტერიტორიის ფეკალური მასებით დატბორვა.

აღნიშნული ვითარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, უხეშად არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და აფერხებს სავაჭრო საქმიანობას, რაზეც ადგილობრივმა მოვაჭრეებმა ოფიციალური ერთობლივი განცხადებით მიმართეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და დიდუბის რაიონის გამგეობას.

აღნიშნული განცხადების საფუძველი გახდა ბოლო პერიოდში, შემკრები ჭების გამავლობის შეფერხება, რაც თავის მხრივ იწვევდა, ბაზრობის ტერიტორიის და მის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ფართების დატბორვას, შესაბამისად სარეალიზაციო პროდუქციის განადგურებას.

შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის საპასუხოდ და მუნიციპალური სამსახურების მიერ, ბაზრობის ტერიტორიის მიღმა არსებული საკომუნიკაციო და საკანალიზაციო ქსელების აღდგენითი პროცესების პარალელურად, შპს "თბილისი მოლი" იღებს პასუხისმგებლობას და იწყებს კერძო საკუთრებაში არსებული შიდა ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სრულ გადაუდებელ რეაბილიტაციას.

სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება:

სანიაღვრე და საკანალიზაციო მიწისქვეშა ქსელების სრული ჩანაცვლება და ტექნიკური მოდერნიზაცია, ტერიტორიის კომპლექსური სანიტარიული დამუშავება და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა, ასევ დაიწყება არსებული ინფრასტრუქტურის მომზადება შემდგომი ეტაპობრივი განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის.

უსაფრთხოებისა და სანიტარიული სტანდარტების დაცვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე საქმიანობა დროებით შეჩერდება, შიდა ტერიტორიაზე დასაქმებულ პირებს, შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის შემდეგ დაეგზავნებათ შეტყობინება, მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული სავაჭრო ფართების შეთავაზების თაობაზე.

შპს "თბილისი მოლი" მუნიციპალურ სამსახურებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურად ორგანიზებულად და მოკლე ვადებში წარმართვას, რომ ტერიტორია უახლოეს მომავალში პასუხობდეს თანამედროვე, უსაფრთხო და მოწესრიგებულ სტანდარტებს".(რ)

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 176 სტატია.

  • თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-11 სხდომა გაიმართებაBM.GE
  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

დათო ნარიმანიძის დედის განცხადება სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

დათო ნარიმანიძის დედის განცხადება სასამართლო პროცესთან დაკავშირებით

ფორმულა

მძიმე სტიქია თურქეთში- კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

მძიმე სტიქია თურქეთში- კაპადოკიაში კლდის სვეტის ჩამოშლას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ფორმულა

პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის საქმეზე ადვოკატისთვის ჩანაწერების შეზღუდვას უარყოფს

პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის საქმეზე ადვოკატისთვის ჩანაწერების შეზღუდვას უარყოფს

ფორმულა

აშშ-ში კომპანიები დემოკრატების მოსალოდნელი გამოძიების შიშით ლობისტებსა და იურისტებს ქირაობენ

აშშ-ში კომპანიები დემოკრატების მოსალოდნელი გამოძიების შიშით ლობისტებსა და იურისტებს ქირაობენ

ფორმულა