მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა - ქვრივიშვილი
2025 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა - ქვრივიშვილი

2025 წელს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა - ქვრივიშვილი

BM.GE2 ივნისი, 2026, 18:47|bm.ge

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2025 წელს ბაქო-თბილისი-ყარსი დღეს უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის. ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის სრული გახსნის ოფიციალური ცერემონიაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ამას სარკინიგზო მარშრუტის სატესტო მუშაობის შედეგებიც ადასტურებს. მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა. მინისტრმა აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებს ამ პროექტის განხორციელებისას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბაქო-თბილისი-ყარსი დღეს უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის. ბოლო წლებში მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა უსაფრთხო, საიმედო და პროგნოზირებადი სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა - სწორედ ამიტომ იზრდება შუა დერეფნის მიმართ საქართველოს ინტერესი და აქედან გამომდინარეობს იზრდება ჩვენი ქვეყნების მნიშვნელობა ამ პროცესში.

ამ ტენდენციას კონკრეტული შედეგებიც ადასტურებს. 2025 წელს საქართველოს გავლით ჩინეთიდან და ყაზახეთიდან კონტეინერული გადაზიდვები 33%-ით გაიზარდა, ხოლო ბაქო თბილისი-ყარსის მარშრუტზე გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა თითქმის 6-ჯერ აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. ეს არამხოლოდ მზარდ მოთხოვნაზე, არამედ მარშრუტის დიდ პოტენციალზე მიუთითებს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებას აქვს - მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ეფექტიანი მართვისთვის ერთობლივი საწარმო დაფუძნდა, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გადაზიდვების ოპერირებას ექსკლუზიურად საქართველოს რკინიგზა ახორციელებს.

ბაქო-თბილისი-ყარსი საქართველოს გრძელვადიანი სატრანსპორტო ხედვის განუყოფელი ნაწილია ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან, აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალთან, რკინიგზის მოდერნიზაციასა და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად ეს ქმნის ახალ სატრანსპორტო არქიტექტურას, რომელიც აძლიერებს საქართველოს როგორც საიმედო პარტნიორის როლს და ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო და სატრანსპორტო ნაკადების ერთ-ერთ მთავარ დამაკავშირებელ რგოლს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, რომელიც 2017 წლიდან დღემდე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, საპილოტე რეჟიმში გადაიზიდა 1.8 მლნ ტონაზე მეტი ტვირთი, მათ შორის 90 ათასამდე კონტეინერი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯ "სპექტრის" კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართარუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირიიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE