მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს ბაზრებსა და ბაზრობებზე ყოველდღიურად საშუალოდ 36.1 ათასი ადამიანი ვაჭრობდა - საქსტატი
2025 წელს ბაზრებსა და ბაზრობებზე ყოველდღიურად საშუალოდ 36.1 ათასი ადამიანი ვაჭრობდა - საქსტატი

2025 წელს ბაზრებსა და ბაზრობებზე ყოველდღიურად საშუალოდ 36.1 ათასი ადამიანი ვაჭრობდა - საქსტატი

BM.GE29 ივლისი, 2026, 18:21|bm.ge

2025 წელს საქართველოში ბაზრებსა და ბაზრობებზე ყოველდღიურად საშუალოდ 36.1 ათასი მოვაჭრე საქმიანობდა ამის შესახებ საქსტატის კვლევაშია ნათქვამი.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ბაზრებსა და ბაზრობებზე დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 2.7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით არ შეცვლილა. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე 46.5 ათასი სავაჭრო ადგილი იყო, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში დასაქმებულთა 32.6% ქალი იყო. დასაქმების ყველაზე დიდი წილი კი თბილისზე მოდიოდა - დედაქალაქში სექტორში დასაქმებულთა თითქმის ნახევარი, 48.1% იყო თავმოყრილი.

საქსტატის მონაცემებით, ბაზრების ნაწილი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა - 2025 წელს ყოველდღიური ვაჭრობა 153 ბაზარში მიმდინარეობდა. 23 ბაზარში ვაჭრობა მხოლოდ კვირაობით იყო ორგანიზებული, ხოლო დანარჩენ ობიექტებში მოვაჭრეები კვირის სხვადასხვა დღეებში ერთიდან ოთხ დღემდე გრაფიკით მუშაობდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ათასი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტშიიმედი
  • რეკორდული სისწრაფით მოგებული ტენდერი: „ოცნებისთვის“ 60 ათასის ჩარიცხვის დღესვე, ბიზნესმენმა 712 ათასიანი კონტრაქტი გაიფორმატვ პირველი
  • სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცარუსთავი 2
  • გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელსფორმულა
ათასი →

მსგავსი სტატიები

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BRICS-ის ქვეყნები ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ - ვინ ესწრება სამიტს?

BM.GE

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

არ შეიძლება ავიაკომპანია მუდმივად სახელმწიფო დოტაციაზე იყოს მიერთებული - ავიაციის ექსპერტი შიდა ფრენებზე

BM.GE

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

თანამდებობები დატოვეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსებმა

BM.GE

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული გუნდი 2026 წელს

BM.GE