მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 900 ათასამდე გაიზარდა - მათი 60% SME-ზე მოდის
2025 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 900 ათასამდე გაიზარდა - მათი 60% SME-ზე მოდის

2025 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 900 ათასამდე გაიზარდა - მათი 60% SME-ზე მოდის

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 18:08|bm.ge

საქსტატის თანახმად, 2025 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 899.0 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით, 32.8 ათასი ადამიანით მეტია. აქედან უშუალოდ დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 827.2 ათას კაცს გაუტოლდა (+3.2% წლიურად).

საწარმოთა საქმიანობის შედეგების ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიების მიერ პერსონალზე გაწეული ხარჯები ორნიშნა ტემპით გაიზარდა: საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე 22.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 12.2%-იანი მატებაა.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ბიზნესსექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 198.4 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელთან შედარებით 173.9 ლარით მეტია.

სად იხდიან ყველაზე მაღალ ხელფასს?

ოფიციალური სტატისტიკით, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება არა მსხვილ, არამედ საშუალო ზომის საწარმოებში ფიქსირდება:

• საშუალო ბიზნესი - 2 755.6 ლარი; • მსხვილი ბიზნესი - 2 497.3 ლარი; • მცირე ბიზნესი - 1 507.4 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი ბიზნესი ფინანსურ ბრუნვაში დომინირებს, სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით მთავარი ძალა მცირე და საშუალო საწარმოებია (SME), რომლებზეც სამუშაო ადგილების 60.6% მოდის:

• მცირე ბიზნესი - 40.9%; • მსხვილი ბიზნესი - 39.4%; • საშუალო ბიზნესი - 19.7%.

დარგების მიხედვით დასაქმებაში ვაჭრობის სექტორი ლიდერობს

ბიზნესსექტორში ყოველი მესამე დასაქმებული სავაჭრო საქმიანობაშია ჩართული. დარგობრივი გადანაწილება 2025 წელს ასე ჩამოყალიბდა:

• საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი - 29.5%; • დამამუშავებელი მრეწველობა - 11.0%; • ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 9.1%; • ტრანსპორტი და დასაწყობება - 8.6%; • მშენებლობა - 7.8%; • ინფორმაცია და კომუნიკაცია (IT/ტელეკომი) - 6.0%; • განთავსებისა და საკვების მიწოდება (HoReCa) - 5.4%; • სხვა დარგები - 22.6%. • რეგიონული კონცენტრაცია: თბილისზე სამუშაო ადგილების 62%-ზე მეტი მოდის

ყველაზე მეტი ადამიანი თბილისშია დასაქმებული

საქართველოს ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების გეოგრაფიული განაწილებაც არათანაბარია. დასაქმებულთა თითქმის ორი მესამედი დედაქალაქშია კონცენტრირებული:

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით (2025 წელი)

რეგიონი წილი (%) ქ. თბილისი 62.1% აჭარის ა.რ. 10.1% იმერეთი 7.1% ქვემო ქართლი 5.7% სამეგრელო-ზემო სვანეთი 3.6% კახეთი 3.1% შიდა ქართლი 2.9% მცხეთა-მთიანეთი 1.9% სამცხე-ჯავახეთი 1.8% გურია 1.2% რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 0.4%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ

BM.GE

ამ წუთას პრობლემა არ არის ჭარბვალიანობა, [დაკრედიტების გამკაცრება] მომავალზეა გათვლილი - დავით უტიაშვილი

ამ წუთას პრობლემა არ არის ჭარბვალიანობა, [დაკრედიტების გამკაცრება] მომავალზეა გათვლილი - დავით უტიაშვილი

BM.GE

2027 წელს მთავრობა 25 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტი

2027 წელს მთავრობა 25 მილიარდი ლარის გადასახადების აკრეფას გეგმავს - ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - რამდენს ხარჯავენ რეზიდენტები/არარეზიდენტები საშუალოდ?

ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები გაიზარდა - რამდენს ხარჯავენ რეზიდენტები/არარეზიდენტები საშუალოდ?

BM.GE