მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს ₾48 მილიონის გადასახადის თავის არიდებისთვის საქმე 148 პირის მიმართ აღიძრა | პროკურატურის ანგარიში
2025 წელს ₾48 მილიონის გადასახადის თავის არიდებისთვის საქმე 148 პირის მიმართ აღიძრა | პროკურატურის ანგარიში

2025 წელს ₾48 მილიონის გადასახადის თავის არიდებისთვის საქმე 148 პირის მიმართ აღიძრა | პროკურატურის ანგარიში

BM.GE21 მაისი, 2026, 02:00|bm.ge

2025 წელს, გადასახადებისგან განზრახ თავის არიდების ბრალდებით აღძრული საქმეების რაოდენობა გაიზარდა.

პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, სამეწარმეო და საფინანსო სფეროში ჩადენილი დანაშაულის მიმართულებით, 2025 წელს სსკ-ის 218-ე მუხლით (გადასახადისთვის თავის არიდება) სისხლის სამართლებრივი დევნა 148 პირის მიმართ დაიწყო, რომელთა მიერაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის განზრახ არიდებული გადასახადების საერთო ოდენობამ 48 მილიონ ლარს გადააჭარბა.

პროკურატურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამეწარმეო და საფინანსო სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა და დროული რეაგირება ხელს უწყობს სახელმწიფოს ეკონომიკური სისტემის სტაბილურობასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

„ამ დანაშაულზე რეაგირების მოქნილი მიდგომები და სწრაფი სამართალწარმოების არსებობა უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ეკონომიკური მდგრადობისთვის. მიუხედავად ამ დანაშაულის გავრცელების მასშტაბისა, პროკურატურა ინარჩუნებდა თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მინიმალიზების პოლიტიკას, ორიენტირებული იყო თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებში ბრალდებულის დაბრუნების შესაძლებლობის მიცემაზე და დაზარალებულის უფლებების აღდგენის მიზნით, ზიანის ანაზღაურების ხელშეწყობის პრაქტიკაზე. საგადასახადო სფეროში ჩადენილი დანაშაული და საქონლის ლეგალური ბრუნვის წესის დარღვევა ამ სფეროში გავრცელებული დანაშაულებია.

გადასახადებისათვის განზრახ თავის არიდებ ზიანს აყენებს სახელმწიფოს ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს. ამ დანაშაულთან ბრძოლა უზრუნველყოფს სამართლიან საგადასახადო გარემოს, სადაც ყველა მოქალაქე და ბიზნესსუბიექტი თანაბარ პირობებში ასრულებს საკუთარ ვალდებულებას, ზრდის ეკონომიკურ გამჭვირვალობასა და ინვესტორთა ნდობას ქვეყნის სამართლებრივ ეკონომიკური ინსტიტუტების მიმართ. ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება აძლიერებს კანონის უზენაესობას და საზოგადოებაში აყალიბებს პასუხისმგებლობის კულტურას, რაც აუცილებელია სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისათვის“, - წერია ანგარიშში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 73 სტატია.

  • იოსელიანი ფეიქრიშვილის საქმის გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებაში გადასვლას მიესალმებატვ პირველი
  • ომბუდსმენი ფეიქრიშვილზე სავარაუდო ძალადობის საქმის პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმებაფორმულა
  • დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურარუსთავი 2
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
პროკურატურამ →ანგარიში →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE