მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს რუსეთიდან FDI $69 მლნ-მდე შემცირდა - რომელ დარგებში ჩაიდო რუსული ინვესტიცია?
2025 წელს რუსეთიდან FDI $69 მლნ-მდე შემცირდა - რომელ დარგებში ჩაიდო რუსული ინვესტიცია?

2025 წელს რუსეთიდან FDI $69 მლნ-მდე შემცირდა - რომელ დარგებში ჩაიდო რუსული ინვესტიცია?

BM.GE18 მაისი, 2026, 04:00|bm.ge

2025 წელს საქართველოს $1.7-მილიარდიან პირდაპირ უცხოური ინვესტიციებში რუსეთის წილი არც ისე დიდია. გასულ წელს, ჩვენს ქვეყანაში 69 მილიონ 621 ათასი დოლარის რუსული პირდაპირი ინვესტიციები ჩაიდო, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 2.4%-ით ჩამორჩება.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში რუსული ინვესტიციების რაოდენობა მცირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკაში რუსული ინვესტიციები 1997 წლიდან შემოდის და ყველაზე დიდი მოცულობით - 117 მილიონი დოლარის FDI 2023 წელს შემოვიდა.

რაც შეეხება 2025 წლის მონაცემებს, BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოში ინვესტირებისას ძირითადად, უძრავ ქონებასა და მშენებლობის სექტორებით ინტერესდებიან. გასულ წელს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში რუსული ინვესტიციების თითქმის მესამედი მოდიოდა. სექტორების რეიტინგი, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, ასეთია:

• უძრავი ქონება - $25.7 მლნ; • მშენებლობა - $13.3 მლნ; • ტურიზმი - $11.7 მლნ; • დამმუშავებელი მრეწველობა - $10.6 მლნ; • ICT - $3.2 მლნ; • ვაჭრობა - $3 მლნ; • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $1.8 მლნ; • დანარჩენი სექტორები - $710 ათასი; • ხელოვნება და გართობა - $356 ათასი; • ლოგისტიკა - $222 ათასი.

რაც შეეხება 2025 წლის უმსხვილეს კომპანიებს, რომლებშიც ყველაზე დიდი რუსული ინვესტიცია ჩაიდო, ესენია: შპს სამსუნგ ელექტრონიკს კავკასიის კომპანიის წარმომადგენლობითი ოფისი საქართველოში; შპს ლერმონტ; შპს კადევე საქართველო; შპს სი. აი. ჯი; შპს ლეგერო; შპს დელივერი ტექნოლოჯის საქართველო; შპს ნგს გრუპ; შპს ალიანსი ფრივილიჯი; შპს ალაზანი; შპს შატო გრემი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE