მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს სახელმწიფო პლატფორმაზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი 13 489-მდე გაიზარდა - ანგარიში
2025 წელს სახელმწიფო პლატფორმაზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი 13 489-მდე გაიზარდა - ანგარიში

2025 წელს სახელმწიფო პლატფორმაზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი 13 489-მდე გაიზარდა - ანგარიში

BM.GE11 მაისი, 2026, 15:31|bm.ge

ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, სამუშაოს მაძიებლების რაოდენობა გაზრდილია.

სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პლატფორმაზე www.worknet.moh.gov.ge ხორციელდება, სადაც გასულ წელს 13 489 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, რაც 59%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2024 წელს კი 8 484 ადამიანი.

2025 წელს სისტემაში რეგისტრირებულთა უმეტესობა, 9 420 ადამიანი ქალი იყო, ამასთან 3 706 ახალგაზრდა. ახალგაზრდების რეგისტრაცია 13.4%-ითაა გაზრდილი.

რეგიონული განაწილების მიხედვით, ყველაზე მეტი რაოდენობის რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი სამეგრელო - ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დაფიქსირდა.

ანგარიშის თანახმად, მონაცემები აჩვენებს სისტემის მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მასშტაბით სამუშაოს მაძიებელთა ბაზის ფორმირებასა და მართვაში, ასევე მიუთითებს რეგისტრაციის პროცესების გააქტიურებასა და სამუშაოს მაძიებელთა, განსაკუთრებით, ქალების და ახალგაზრდების მზარდ ინტერესზე სერვისების მიმართ.

ამასთან, 2025 წელს დასაქმების სააგენტოს სერვის ცენტრებში ინდივიდუალური კონსულტირება გაეწია 28%-ით მეტ, სამუშაოს 13 629 მაძიებელს, მათ შორის 9 577 ქალი, 3 225 ახალგაზრდა, 742 შშმ პირი, 916 დევნილი, 8 162 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, აქედან 6 345 საარსებო შემწეობის მიმღები. ასევე, ჩატარდა 34 ჯგუფური კონსულტირება, რომელსაც ჯამში 298 სამუშაოს მაძიებელი დაესწრო.

როგორც წლიური ანგარიშიდან ირკვევა, გასულ წელს, დასაქმების სააგენტოს სერვისცენტრებში ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტირება გაეწია 4 574 სამუშაოს მაძიებელს.

"2025 წელს ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული კონსულტირების კომპონენტი მოიცავს სამუშაოს მაძიებლების ფართო სეგმენტს, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ქალების (84%) და ახალგაზრდების (24%) ჩართულობა. ეს ხაზს უსვამს პროგრამის გენდერულ, ასაკობრივ და სოციალურ მახასიათებლებზე ორიენტირებულ ეფექტურობას, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფების პროფესიულ განვითარებას და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

გარდა ამისა, 2025 წელს დამატებით დამუშავდა საარსებო შემწეობის მიმღებთა მონაცემები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაცემების დამუშავება უფრო დეტალური გახდა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე მოყვანილია პროფესიული მომზადება-გადამზადების სტატისტიკაც. 58 მოთხოვნად პროფესიაზე სასწავლო პროცესში ჩაერთო 3 504 სამუშაოს მაძიებელი. აქედან გასულ წელს სწავლა დაასრულა 1 750-მა, ხოლო 1 754 პირმა სწავლა დაასრულა 2026 წლის პირველ კვარტალში. 2025 წელს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება და პროფესიული გადამზადების კომპონენტის მონაწილეებიდან დასაქმებულია 2 362 პირი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE