მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

BM.GE17 აგვისტო, 2026, 23:36|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, წინამძღვრიშვილის N 133 ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რძის ნაწარმის და ყველის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

ინსპექტირებისას გამოვლინდა ისეთი ფაქტებიც, როცა ყველისა რეალიზაცია სატრანსპორტო საშუალებებიდან ხდებოდა.

ინდივიდუალური მეწარმეები (ნ.ტ., კ.ხ, მ.ს) და ბიზნესოპერატორები (შპს„ზურა თელეთი“ ,შპს „კუმისი“), ბიზნესსაქმიანობას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდნენ. ამავდროულად გამოვლინდა მაღალი რისკის სურსათის შენახვა/რეალიზაციის და მიკვლევადობის წესების დარღვევა.

კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თავი შეიკავოს სურსათის შეძენისგან იმ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სავალდებულო მოთხოვნები, ხოლო ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართაიმედი
  • თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

II კვარტალში ელევატორებში 116.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა - რა ვითარებაა სექტორში

II კვარტალში ელევატორებში 116.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა - რა ვითარებაა სექტორში

BM.GE

საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

BM.GE

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

BM.GE

როგორ ინარჩუნებენ ქართული ენის კავშირს ბავშვები, რომლებიც საქართველოში არასდროს უცხოვრიათ

როგორ ინარჩუნებენ ქართული ენის კავშირს ბავშვები, რომლებიც საქართველოში არასდროს უცხოვრიათ

BM.GE