მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. II კვარტალში ელევატორებში 116.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა - რა ვითარებაა სექტორში
II კვარტალში ელევატორებში 116.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა - რა ვითარებაა სექტორში

II კვარტალში ელევატორებში 116.1 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა - რა ვითარებაა სექტორში

BM.GE18 აგვისტო, 2026, 00:05|bm.ge

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ერთეული ელევატორი ფუნქციონირებდა. მოქმედი ელევატორების უმრავლესობა 37.9% ქვემო ქართლშია განთავსებული. ელევატორების 17.2-17.2% ოპერირებს სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში, 10.3-10.3% შიდა ქართლსა და თბილისში, ხოლო იმერეთსა და გურიაში 3.4-3.4% მოდის.

საანგარიშო პერიოდში ელევატორებმა მომსახურება 24 მომხმარებელს გაუწიეს. იმ მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც პროდუქცია შემდგომი რეალიზაციისთვის შეისყიდეს, 49 შეადგინა. ამავე პერიოდში ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 381 კაცით განისაზღვრა.

II კვარტალში ელევატორებში სულ განთავსებული იყო 116.1 ათასი ტონა პროდუქცია. შენახული მარაგების სტრუქტურაში ჭარბობდა:

• ხორბალი - 55.1%; • სოიოს შროტი - 21.4%.

განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 69.6%-ს შეადგენდა უშუალოდ ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული საქონელი.

საანგარიშო კვარტალში ელევატორების მიერ სულ გაყიდულ იქნა 70.3 მილიონი ლარის ღირებულების (69.4 ათასი ტონა) პროდუქცია. გაყიდული პროდუქციის სტრუქტურა ღირებულების მიხედვით ასე გადანაწილდა:

• ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია - 47.0%; • იმპორტირებული პროდუქცია - 44.1%.

საკუთარი წარმოების გაყიდულ პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ხორბლის ფქვილი ჭარბობდა, რომელზეც ამ კატეგორიის გაყიდვების 76.9% მოვიდა.

საცავების დატვირთულობა

გამოკვლევის შედეგების თანახმად, II კვარტალში ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (ჯამური ტევადობიდან) თვეების მიხედვით შემდეგნაირი იყო:

• აპრილი - 43.8%; • მაისი - 48.6%; • ივნისი - 51.5%.

2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სექტორში შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოიკვეთა:

• მოქმედი ელევატორების რაოდენობა: 2025 წლის II კვარტალში ქვეყანაში 28 ელევატორი ფუნქციონირებდა, 2026 წლის II კვარტალში კი მათი რაოდენობა 29-მდე გაიზარდა. • დასაქმებულები: ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შეადგენდა 412 კაცს, 2026 წლის II კვარტალში კი 381 კაცამდე შემცირდა. • შენახული პროდუქცია: გასული წლის II კვარტალში ელევატორებში შენახული იყო 125.7 ათასი ტონა პროდუქცია, რაც 2026 წლის II კვარტლის მაჩვენებელს (116.1 ათასი ტონა) 7.6%-ით აღემატებოდა. • გაყიდვების მოცულობა და ღირებულება: 2025 წლის II კვარტალში გაყიდული იყო 61.6 მილიონი ლარის ღირებულების 65.6 ათასი ტონა პროდუქცია, 2026 წლის II კვარტალში კი რეალიზებული პროდუქციის ღირებულება 70.3 მილიონ ლარამდე (69.4 ათასი ტონა) გაიზარდა. • საცავების დატვირთულობა: 2025 წლის II კვარტალში საცავების საშუალო დღიური დატვირთვა აპრილში — 54.0%-ს, მაისში — 53.6%-ს, ხოლო ივნისში 47.9%-ს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეაში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე" - სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

"ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეაში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე" - სამხარაძე კორეის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

BM.GE

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

BM.GE

საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

BM.GE

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

BM.GE