მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა
საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, რევაზ გოგოლაძის ახალი პროფესიული გზა

BM.GE17 აგვისტო, 2026, 23:06|bm.ge

პროფესიის შეცვლა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას ხშირად ბევრი კითხვა ახლავს თან, მოქმედება კი გამბედაობას მოითხოვს.

რევაზ გოგოლაძემ ეს ნაბიჯი 35 წლის ასაკში გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სამსახური მოსწონდა, დროთა განმავლობაში სულ უფრო ხშირად ფიქრობდა, რომ პროფესიული საქმიანობა მხოლოდ კარგი კი არა, ბედნიერების მომტანიც უნდა ყოფილიყო.

სწორედ ამ სურვილმა მიიყვანა იგი ახალ გადაწყვეტილებამდე - დაეწყო ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტერიის შესწავლა. რევაზმა საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში BDO აკადემიაში 100%-იანი დაფინანსება მიიღო, რაც მას პროფესიის ცვლილებისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა.

„დრო არის ერთადერთი ღირებული რამ, რაც გვაქვს“

პროფესიის შეცვლის სურვილი რევაზს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ აღმოჩნდა. ცვლილებას თან ახლდა რისკები და გაურკვევლობა, რის გამოც ნაბიჯის გადადგმას ხშირად გადადებდა. თუმცა, მისთვის 2025 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა.

„მამაჩემის დაკარგვამ, რომელიც სულ მხოლოდ 20 წლით დიდი იყო ჩემზე, დამაფიქრა, რომ დრო არის ერთადერთი ღირებული რამ, რაც გვაქვს და აღარ მინდოდა მისი დაკარგვა“, - ამბობს რევაზი.

ამ ფიქრმა მას უბიძგა, კომფორტის ზონა დაეტოვებინა და ემოქმედა.

ახალი პროფესია და ახალი სამსახური

რევაზს ფინანსების მიმართულებით გარკვეული ცოდნა უკვე ჰქონდა და სურდა, ეს გამოცდილება უფრო სტრუქტურირებული და საფუძვლიანი გაეხადა. ამიტომ ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტერიის შესწავლა გადაწყვიტა.

„გადავწყვიტე ფინანსური აღრიცხვის და ბუღალტერიის სწავლა, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება არც ისე საინტერესოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ მე სულ მაინტერესებდა ეს მიმართულება“, - გვიყვება ის.

კურსის დასრულების შემდეგ რევაზისთვის მთავარი შედეგი მხოლოდ ახალი ცოდნის მიღება არ ყოფილა. როგორც თავად ამბობს, სწავლის პროცესში არსებული ცოდნა განიმტკიცა და უფრო თავდაჯერებული გახდა.

ამასთან, ახალი პროფესიული მიმართულების არჩევანი მალევე გადაიზარდა პრაქტიკაში - პროგრამის დასრულებიდან ძალიან მალე რევაზმა ბუღალტერიის მიმართულებით დაიწყო მუშაობა და ახლა ამ სფეროში პირველ პროფესიულ ნაბიჯებს დგამს.

სამომავლო გეგმები

რევაზი სამომავლო გეგმებზე საუბრისას კონკრეტულ დიდ მიზანს ჯერ არ ასახელებს. მისთვის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად განაგრძოს განვითარება.

„ვფიქრობ, რომ პატარ-პატარა მიზნები დავისახო და ალბათ მერე დიდი მიზნისკენაც უფრო მარტივად წავალ, თუმცა ჯერ ეგ დიდი მიზანი არ მაქვს“, - ამბობს ის.

მისი გამოცდილება კი აჩვენებს, რომ კარიერული ცვლილება ყოველთვის ერთი დიდი და საბოლოო გადაწყვეტილებით არ იწყება. ზოგჯერ პირველი ნაბიჯი უბრალოდ ახალი ცოდნის მიღება, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და შემდეგი პატარა მიზნის დასახვაა.

„სულ უნდა იმოძრაო, ეცადო“

რევაზისთვის პროფესიის შეცვლის პროცესში ყველაზე რთული კომფორტის ზონის დატოვება აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვინც ცვლილებაზე ფიქრობს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას ჯერ ვერ ბედავს, მისი მთავარი რჩევა მარტივია - დაიწყონ მოქმედება.

„ჩემს თავზე რაც გამოვცადე, ყველაზე მეტად კომფორტის ზონიდან გამოსვლა გამიჭირდა, თუმცა სხვანაირად მე არ გამომივიდა. სულ უნდა იმოძრაო, ეცადო, შეცდომებსაც დაუშვებ, თუმცა ყველა შეცდომისგან ცოტა რაღაცას მაინც ისწავლი“, - ამბობს რევაზი.

საქართველოს ბანკის სტიპენდია, როგორც პირველი ნაბიჯი სურვილის მოქმედებად ქცევისკენ

„ჩემთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია იყო შანსი, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, რომ ჩემი სურვილების მოქმედებაში მოყვანა დამეწყო და ეს პროცესი, რომელიც ფინანსურ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული, უფრო მარტივად წარმემართა“, - აღნიშნავს ის.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა პროფესიულ აკადემიებში სწორედ იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი ცოდნის მიღება და საკუთარი შესაძლებლობების განვითარება სურს. პროგრამის ფარგლებში ბანკი 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ganatleba.bog.ge

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის უკანონოდ რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

BM.GE

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი

BM.GE

როგორ ინარჩუნებენ ქართული ენის კავშირს ბავშვები, რომლებიც საქართველოში არასდროს უცხოვრიათ

როგორ ინარჩუნებენ ქართული ენის კავშირს ბავშვები, რომლებიც საქართველოში არასდროს უცხოვრიათ

BM.GE

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განხორციელდა - ნადარეიშვილი

მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განხორციელდა - ნადარეიშვილი

BM.GE