მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წელს უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი რეკორდულ ₾1.3 მილიარდამდე გაიზარდა - კვლევა
2025 წელს უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი რეკორდულ ₾1.3 მილიარდამდე გაიზარდა - კვლევა

2025 წელს უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი რეკორდულ ₾1.3 მილიარდამდე გაიზარდა - კვლევა

BM.GE17 ივლისი, 2026, 23:39|bm.ge

Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი მზარდია. კერძოდ, შემოსავალი 2019-25 წლებში საშუალოდ წლიურად 11.5%-ით იზრდებოდა და 2025 წელს რეკორდულ 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ძირითადად უცხოელი სტუდენტების შემოდინებით იყო განპირობებული.

2019-25 წლებში კერძო უნივერსიტეტების შემოსავლები საშუალოდ წლიურად 18.9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ზრდამ 5.8% შეადგინა.

ამასთან, მონაცემები აჩვენებს, რომ გასულ სამ წელში საჯარო სექტორის ნაწილში შემოსავლები უცვლელი იყო, კერძოში კი მზარდი.

საგულისხმოა, რომ უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასური, როგორც წესი, უფრო მაღალია, რაც კერძო უნივერსიტეტების შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. აღნიშნული ტენდენცია აისახება ერთ სტუდენტზე საშუალო შემოსავლის 1.5-ჯერ ზრდაში 2019- 2025 წლებში. გასულ წელს ერთ სტუდენტზე შემოსავალი 8 008 ლარამდე გაიზარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

BM.GE

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

BM.GE

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

BM.GE