მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა
ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 05:00|bm.ge

ბრიტანული გამოცემა The Times-ის ინფორმაციით, ფიფამ ლონდონურ მარკეტინგულ სააგენტო Ten Toes Media-სთან 2.3 მილიონი გირვანქას (დაახლოებით $3.1 მილიონის) ღირებულების კონტრაქტი გააფორმა.გარიგების მთავარი მიზანი ორგანიზაციისა და მისი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს იმიჯის დაცვაა.კონტრაქტი 22 თვეზეა გათვლილი (2025 წლის მარტიდან 2026 წლის დეკემბრამდე) და სააგენტოს ფიფას სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, X, LinkedIn) მართვას ავალებს. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ მათი უმთავრესი ამოცანა „პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად“ ფიფას რეპუტაციის ამაღლება, პოზიტიური კონტენტის შექმნა, კომენტარების კონტროლი და ინფლუენსერების ჩართვაა.ეს გარიგება ინფანტინოსთვის საკმაოდ რთულ პერიოდს ემთხვევა. ფიფას პრეზიდენტი საფეხბურთო სამყაროში მზარდ კრიტიკას განიცდის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა ტურნირების კომერციული წილების კერძო ინვესტორებზე მიყიდვის პროექტი ჩაუვარდა. Ten Toes Media-ს, რომელიც ფიფას რეპუტაციის გადარჩენაზე იმუშავებს, წარსულში უეფასთან, არსენალთან და ჰარი კეინთან უთანამშრომლია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საკუთარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • 1 800-მდე აბიტურიენტს წელს გამონაკლისის სახით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა - პრემიერის ინიციატივას ოპოზიცია საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენსიმედი
  • გიორგი გაჩეჩილაძის მიზანია, ტალახში გასვაროს სხვა, რათა საკუთარი სიბინძურე ნაკლებად სჩანდეს - ნიკოლოზ რაჭველის პასუხი პროპაგანდასტვ პირველი
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • იმერეთში 67 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვესნეტგაზეთი
საკუთარი →

მსგავსი სტატიები

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

BM.GE

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

BM.GE

წელს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა - ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭე"

წელს, წინა სეზონთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა - ბეჩოში მდებარე „უშბის კარიბჭე"

BM.GE