
2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?
ამერიკულ სადაზღვევო ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი კორპორაციული გარიგება განხორციელდა. კომპანია Aon-მა საინვესტიციო კომპანია KKR-ისგან მეტოქე სადაზღვევო ბროკერი USI Insurance Services-ი $17 მილიარდად შეიძინა. როგორც ირკვევა, ეს გარიგება სადაზღვევო სექტორში ბოლო წლების ერთ-ერთი უმსხვილესი შენაძენი იქნება. შეთანხმების დახურვა 2026 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ კი USI-ის ხელმძღვანელი მაიკ სიკარდი Aon-ის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.
როგორც ირკვევა, Aon-ი ამ ნაბიჯით მიზნად აშშ-ის საშუალო ბაზრის სეგმენტში პოზიციების გაფართოებას ისახავს. საუბარია ბაზარზე, რომლის მოცულობაც $40 მილიარდს აჭარბებს და ქვეყნის პირდაპირი კომერციული პრემიების მესამედზე მეტს მოიცავს. აღსანიშნი ფაქტია, რომ Aon-მა ამავე მიმართულებით 2024 წელს $13 მილიარდად შეიძინა ბროკერი NFP, რამაც კომპანიის საკონსულტაციო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდა. აღმასრულებელი დირექტორის გრეგ კეისის შეფასებით, ახალი გარიგება გაერთიანებას სწრაფად მზარდ ჭარბი და არასტანდარტული დაზღვევის ბაზარზე წვდომას გაუუმჯობესებს.
ცნობისთვის, 1994 წელს დაფუძნებული USI Insurance Services-ი აშშ-ის მეათე უმსხვილესი სადაზღვევო ბროკერია. კომპანიის წლიური შემოსავალი $3 მილიარდს შეადგენს. თავად Aon-ი მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და კლიენტებს რისკების მართვის მიმართულებით ემსახურება.
BM.GE
წყარო: bm.ge