მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვები $5 მლრდ იყო - TBC Capital
2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვები $5 მლრდ იყო - TBC Capital

2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვები $5 მლრდ იყო - TBC Capital

BM.GE16 აგვისტო, 2026, 03:20|bm.ge

2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, 5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკურ განახლებაშია აღნიშნული.

თიბისი კაპიტალის თანახმად, 2.4 მილიარდი აშშ დოლარი 2025 წელს არის შესყიდული და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი 2026 წლის პირველ შვიდ თვეში.

"მიმდინარე წელს საშუალო თვიური შესყიდვა 360 მილიონ აშშ დოლარამდე იყო, აპრილ-ივლისში კი 500 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა. შესყიდვების საერთო მოცულობასა და რეზერვების ზრდას შორის სხვაობა სხვა პარალელურ ტრანზაქციებს უკავშირდება, მათ შორის კომერციული ბანკების სარეზერვო მოთხოვნების შემცირებას, მთავრობის ოპერაციებსა და საგარეო ვალის მომსახურებას. ამდენად, ინტერვენციების მოცულობა რეზერვების ზრდაში პირდაპირ არ ითარგმნება",- აღნიშნულია შეფასებაში.

საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ივლისის ბოლოსთვის 7.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ისტორიულ მონაცემთა ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეზერვების შესაბამისობის ნორმის (ARA) 118.7%-ს შეადგენს.

საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა იზრდება შესაბამისობის ნორმაც - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში საქართველომ $3.5 მილიონის წიგნები და ბროშურები შეიძინა

6 თვეში საქართველომ $3.5 მილიონის წიგნები და ბროშურები შეიძინა

BM.GE

"სოლიდუსისთვის" საწვავის დამატებით მიწოდებას აღარ ვგეგმავთ - "რეპსოლი"

"სოლიდუსისთვის" საწვავის დამატებით მიწოდებას აღარ ვგეგმავთ - "რეპსოლი"

BM.GE

სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება - დავით სონღულაშვილი

სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება - დავით სონღულაშვილი

BM.GE

ქურდობა, ნარკოტიკები, ძალადობა... - საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

ქურდობა, ნარკოტიკები, ძალადობა... - საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

BM.GE