მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში საქართველომ $3.5 მილიონის წიგნები და ბროშურები შეიძინა
6 თვეში საქართველომ $3.5 მილიონის წიგნები და ბროშურები შეიძინა

6 თვეში საქართველომ $3.5 მილიონის წიგნები და ბროშურები შეიძინა

BM.GE16 აგვისტო, 2026, 04:17|bm.ge

საქართველოს წიგნებისა და ბროშურების იმპორტი გაუძვირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 3 მილიონ 582 ათასი დოლარის ღირებულების 601 ტონა ნაბეჭდი წიგნები, ბროშურები, ფურცლები და ანალოგიური ნაბეჭდი მასალები შემოვიდა.

იმპორტის ღირებულება 3.7%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობა 23.6%-ით. შესაბამისად წელს 1 კგ პროდუქციის იმპორტის საშუალო ღირებულება 5.9 დოლარამდე გაიზარდა, გასული წლის ამავე პერიოდის 4.7 დოლარის ნაცვლად.

წიგნებისა და ბროშურების მთავარი მომწოდებელი თურქეთია, საიდანაც წელს 1 მილიონ 716 ათასი დოლარის 383 ტონა პროდუქცია შევიძინეთ. იმპორტი მოცულობაში შემცირდა, ღირებულებით კი თითქმის იგივე იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქეთიდან წიგნების შეძენა გაძვირდა. წელს 1 კგ წიგნების საშუალო ღირებულება 4.5 დოლარი იყო, მაშინ როდესაც გასულ წელს 3.8 დოლარს შეადგენდა.

იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილს პოლონეთი იკავებს, საიდანაც 772 ათასი დოლარის 30 ტონა წიგნები შევიძინეთ, მესამე ადგილზე კი ირანია 434 ათასი დოლარის 136 ტონა წიგნების იმპორტით. ამ მიმართულებიდან იმპორტი გასული წლის 2.6 დოლარიდან, 3.1 დოლარამდე გაიზარდა.

იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით გაერთიანებულ სამეფოს, გერმანიას, რუსეთს, ჩინეთს და სხვა ქვეყნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სოლიდუსისთვის" საწვავის დამატებით მიწოდებას აღარ ვგეგმავთ - "რეპსოლი"

"სოლიდუსისთვის" საწვავის დამატებით მიწოდებას აღარ ვგეგმავთ - "რეპსოლი"

BM.GE

2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვები $5 მლრდ იყო - TBC Capital

2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით სებ-ის წმინდა სავალუტო შესყიდვები $5 მლრდ იყო - TBC Capital

BM.GE

სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება - დავით სონღულაშვილი

სოფლის მეურნეობის განვითარებას კვალიფიციური კადრები სჭირდება - დავით სონღულაშვილი

BM.GE

ქურდობა, ნარკოტიკები, ძალადობა... - საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

ქურდობა, ნარკოტიკები, ძალადობა... - საქართველოში არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა

BM.GE