მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026-27 სასწავლო წლებისთვის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 სკოლაში დასრულდა - ირაკლი კობახიძე
2026-27 სასწავლო წლებისთვის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 სკოლაში დასრულდა - ირაკლი კობახიძე

2026-27 სასწავლო წლებისთვის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 სკოლაში დასრულდა - ირაკლი კობახიძე

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 21:52|bm.ge

2026-27 სასწავლო წლისთვის სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოები 30-მდე სკოლაში დასრულდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"იწყება ახალი სასწავლო წელი სკოლებში. სწავლას იწყებს 45 ათასი პირველკლასელი, აქედან 38 ათასი საჯარო სკოლებში და 7 ათასი კერძო სკოლებში. მინდა აღვნიშნო, რომ 30-მდე განახლებულ სკოლაში დაიწყება სწავლა, ეს არის ან ახალი სკოლები, ან სრულად რეაბილიტირებული სკოლები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ სკოლების რეაბილიტაციისა და ახალი შენობების მშენებლობის პროცესი "ანგარიში 2023"-ში გაიწერა. დოკუმენტის თანახმად, პროექტი 2022-2026 წლებში უნდა განხორციელებულიყო და ჯამში 80 სკოლის მშენებლობასა და 720 სკოლის რეაბილიტაციაზე მილიარდი ლარი უნდა დახარჯულიყო.

ზუსტად რამდენ სკოლაში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ან რამდენი სკოლა აშენდა, ამ დრომდე უცნობია.

სხდომაზე ირაკლი კობახიძემ სახელმძღვანელოების მოსალოდნელ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასკოლო წიგნები უახლოეს მომავალში სრულად განახლდება და "ტრადიციულ ღირებულებებს" დაეფუძნება.

"უახლოეს მომავალში დასრულდება ეს პროგრამა და მთლიანად განახლდება სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც დაეფუძნება მათ შორის ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს. მთლიანად იქნება გადახედილი ეს სახელმძღვანელოები ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების მიზნების შესაბამისად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, 100 სკოლაში იხსნება რობოტიკის კლუბი, ხოლო საბაზო საფეხურზე დამატებით 100 სკოლაში დაიწყებს ფუნქციონირებას STEM კლუბი, რის შედეგადაც STEM კლუბები ჯამურად უკვე 500 სკოლაში იქნება წარმოდგენილი.

ფართოვდება სამხედრო საქმის პროგრამაც - არსებულ 140 სკოლას კიდევ 100 დაემატება და აღნიშნული სწავლება, კობახიძის თქმით, განახლებული, თანამედროვე რესურსებით წარიმართება.

"ასევე გრძელდება ღირებულებითი განათლების კლუბების პროგრამა. 140 სკოლას ამ კუთხით დაემატება 60 სკოლა. მოსწავლეებს ასევე დაემატებათ ახალი არჩევითი კურსები - ფინანსური წიგნიერება, მედიაწიგნიერება, წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ 21 არაქართულენოვან სკოლაში ქართული სექტორი გაიხსნა, გადამზადებულია 600-ზე მეტი ბილინგვური სწავლების სპეციალისტი და პროგრამაში ჩართული სკოლები უზრუნველყოფილია შესაბამისი ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთიმედი
  • დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – კობახიძე ღარიბაშვილზენეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტია

ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტია

BM.GE

საფრანგეთში, რენუარის მუზეუმიდან €10 მილიონის ღირებულების ნამუშევრები მოიპარეს

საფრანგეთში, რენუარის მუზეუმიდან €10 მილიონის ღირებულების ნამუშევრები მოიპარეს

BM.GE

კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026" განაცხადების მიღება 25 სექტემბრამდე გაგრძელდება

კონკურსში "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2026" განაცხადების მიღება 25 სექტემბრამდე გაგრძელდება

BM.GE

2018-2025 წლებში საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა - PMC

2018-2025 წლებში საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების ნაკადი 109%-ით გაიზარდა - PMC

BM.GE