მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წელს ირანის ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდება|სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზები
2026 წელს ირანის ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდება|სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზები

2026 წელს ირანის ეკონომიკა 5.4%-ით შემცირდება|სავალუტო ფონდის უახლესი პროგნოზები

BM.GE10 ივლისი, 2026, 09:15|bm.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) პროგნოზები განაახლა და ელის, რომ 2026 წელს გლობალური ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება, რაც მცირედი შემცირებაა აპრილის 3.1%-იანი პროგნოზიდან.

ივლისის ანგარიშში (World Economic Outlook Update) ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით ეკონომიკური ტენდენციები საკმაოდ არათანაბრად არის განაწილებული, რაც ძირითადად დამოკიდებულია ომის შოკის მიმართ მათ მოწყვლადობასა და ტექნოლოგიურ სექტორში დაკავებულ პოზიციაზე. IMF-მა გაზარდა პროგნოზი ზოგიერთი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მჭიდროდ არიან ინტეგრირებული ტექნოლოგიურ სექტორში. ამასთან, იმ საქონლის იმპორტიორმა ქვეყნებმა, რომლებიც ნაკლებად არიან მომზადებული ხელოვნური ინტელექტის განვითარებიდან სარგებლის მისაღებად, ზოგადად ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შემცირება განიცადეს.

განვითარებული ეკონომიკებისთვის 2026 წელს 1.7%-იანი ზრდაა პროგნოზირებული, 2027 წელს კი 1.8%:

• აშშ: 2026 წლის ზრდის პროგნოზი შეადგენს 2.3%-ს, ხოლო 2027 წლისთვის - 2.2%-ს. ეკონომიკას მხარს უჭერს ფისკალური პოლიტიკა, ხელსაყრელი ფინანსური პირობები და ტექნოლოგიური ინვესტიციები. როგორც ენერგორესურსების წმინდა ექსპორტიორ ქვეყანაზე, ახლო აღმოსავლეთის ომს მასზე შეზღუდული გავლენა აქვს. • ევროზონა: 2026 წლის ზრდის პროგნოზი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 0.9%-ს შეადგენს. ეს გამოწვეულია პირველი კვარტალის სუსტი დინამიკით (განსაკუთრებით ირლანდიაში) და ენერგიის მაღალი ფასების ნეგატიური გავლენით. 2027 წლისთვის მოსალოდნელია 1.2-იანი ზრდა. მათ შორის, გერმანიაში 2026 წელს 0.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, საფრანგეთში 0.6%-იანი, იტალიაში 0.5%, ხოლო ესპანეთში 2.1%. • დიდი ბრიტანეთი: 2026 წელს ზრდის პროგნოზი 1%-ია, ხოლო 2027 წელს, ენერგეტიკული შოკის მინელებასთან ერთად, 1.3%-მდე აღდგენაა ნავარაუდევი. • იაპონია - პირველ კვარტალში ეკონომიკამ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა 2026 წლის ჯამური პროგნოზი 0.6%-ია.

განვითარებადი ბაზრები და განვითარებადი ეკონომიკები 3.8%-ით, ხოლო 2027 წელს 4.5%-ით გაიზრდება:

• ჩინეთის ეკონომიკამ პირველ კვარტალში მოლოდინს გადააჭარბა თუმცა, შიდა მოხმარების სისუსტისა და ნავთობის მაღალი ფასების გამო, 2026 წლის ჯამური ზრდა 4.6%-მდე შენელდება. 2027 წელს კი ზრდა 4.1% იქნება. • ინდოეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დიდ ეკონომიკად, სადაც 2026 წლისთვის პროგნოზირებულია 6.4%-იანი ზრდა, რასაც მხარს უჭერს ძლიერი კერძო მოხმარება და მომსახურების სექტორი. 2027 წლის პროგნოზი კი 6.7%-ია. • მალაიზია, ტაილანდი და ვიეტნამი: სამივე ქვეყნის 2026 წლის პროგნოზები გაიზარდა (შესაბამისად 4.7%, 1.9% და 7.5%) გლობალურ ტექნოლოგიურ ციკლში და AI-სთან დაკავშირებულ ექსპორტსა და ინვესტიციებში მათი აქტიური მონაწილეობის გამო. • რუსეთი: ინარჩუნებს 1.1%-იან ზრდას 2026-2027 წლებში. ნავთობსა და ნედლეულზე მაღალი ფასებიდან მიღებული საექსპორტო შემოსავლები და სამხედრო ხარჯების ზრდა ნაწილობრივ ფარავს ეკონომიკის სხვა გამოწვევებს. • ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 2026 წელს მკვეთრად შემცირდება და 0.7%-ს შეადგენს, თუმცა 2027 წელს 6.5%-მდე აღდგება. ეს 2026 წლისთვის 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირებულ, ხოლო 2027 წლისთვის 1.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილ პროგნოზს წარმოადგენს და შეესაბამება ჰორმუზის სრუტის უფრო ხანგრძლივი ჩაკეტვის ვარაუდს. • საუდის არაბეთი ნაკლებად დაზარალდა დივერსიფიცირებული საექსპორტო მარშრუტების გამო; 2026 წლის ზრდა 1.7%-ზე, ხოლო 2027 წლისთვის 5.5% არის პროგნოზირებული. წლევანდელი პროგნოზი 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო მომდევნო წლის 1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. • ირანისთვის 2026 წლის ზრდის პროგნოზი აპრილის შეფასებასთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და ეკონომიკის 5.4%-იანი კლებაა მოსალოდნელი. ცვლილება ასახავს მარტსა და აპრილში ნავთობის ექსპორტის უკეთეს შედეგებს და ქვეყნის ექსპორტზე დაწესებული გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქებას. 2027 წლის პროგნოზი კი 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, 2.9%-მდე. • სუბ-საჰარული აფრიკა: რეგიონში ზრდა 4.3%-ის დონეზეა პროგნოზირებული 2026 წლისთვის, თუმცა ნავთობის იმპორტიორი ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში არიან სურსათისა და ენერგიის გაძვირების გამო. ნიგერიაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა გაუმჯობესდა, თუმცა მაღალი ფასები სიღარიბესა და სასურსათო კრიზისს ამწვავებს. • სამხრეთ აფრიკის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერიოდში სტაბილური დარჩება და შემდგომ გაუმჯობესდება გაძლიერებული პოლიტიკის ჩარჩოებისა და მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების ფონზე. პროგნოზი 2026 წელს 1.1%-ია, ხოლო 2027 წლისთვის 1.3%.

ანგარიშში მოყვანილია თურქეთის შეფასებაც - 2026 წელს თურქეთის ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულია 2.9%-ის დონეზე. ეს მაჩვენებელი, აპრილის პროგნოზთან შედარებით, შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით. 2027 წლისთვის კი პროგნოზი 0.1 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული და მოსალოდნელია ტემპის გარკვეული დაჩქარება და ეკონომიკური ზრდის 3.6%-ის დონეზე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები - როგორ ჩაიარა წლევანდელმა PLUS-ის დაბადების დღემ

გაორმაგებული სარგებელი და რეკორდული შედეგები - როგორ ჩაიარა წლევანდელმა PLUS-ის დაბადების დღემ

BM.GE

სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

BM.GE

ISFED-მა მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა

ISFED-მა მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა

BM.GE

ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების ტერიტორიას ახალი კონცეფცია ექნება - რას გეგმავს Immobiliare გმირთა მოედნის მიმდებარედ

ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების ტერიტორიას ახალი კონცეფცია ექნება - რას გეგმავს Immobiliare გმირთა მოედნის მიმდებარედ

BM.GE