მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2026 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს - Galt & Taggart
2026 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს - Galt & Taggart

2026 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს - Galt & Taggart

BM.GE13 ივლისი, 2026, 16:40|bm.ge

Galt & Taggart-ის განახლებული შეფასებით, 2026 წელს საქართველოს ტურიზმის შემოსავალი რეკორდულ 4.9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც 2025 წელთან შედარებით 210 მილიონი დოლარით, ანუ 4.5%-ით მეტი იქნება.

"ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.3%-ით გაიზარდა 485 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლები 2.0 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (-0.2% წ/წ). ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5.3 მლრდ აშშ დოლარს 2027 წელს,"- აღნიშნულია Galt & Taggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

ჯერჯერობით საქართველოს ეროვნულ ბანკს გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ 2026 წლის პირველი კვარტალის ტურიზმის შემოსავლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია რაც 829 მილიონ დოლარს შეადგენდა (წლიური ზრდა 0.5%). ასევე ჯერჯერობით მხოლოდ ცნობილია 2026 წლის პირველი კვარტალის ვიზიტორთა სტატისტიკა, რაც 1,170,362 საერთაშორისო ვიზიტორს შეადგენდა. ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორთა მეორე კვარტალის სტატისტიკას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დოლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედიარუსთავი 2
  • აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენნეტგაზეთი
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის სესხი ააღებინატვ პირველი
დოლარი →

მსგავსი სტატიები

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

BM.GE

[ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა|მამუკა მდინარაძე

[ივანიშვილის] პოზიცია იყო, რომ მე ეს არ უნდა გამეკეთებინა|მამუკა მდინარაძე

BM.GE

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირებულია - "რამდენიმე დღე შეფერხება იყო, თუმცა ყველა გამოწვევა გადაიჭრა"

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი შემცირებულია - "რამდენიმე დღე შეფერხება იყო, თუმცა ყველა გამოწვევა გადაიჭრა"

BM.GE

"შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა"|მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე

"შეიძლება, ვიღაცას მამუკა მდინარაძე დაბალ ღობედ მოეჩვენა"|მდინარაძე ღარიბაშვილის წერილზე

BM.GE