მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წელს ცესკოს ბიუჯეტი ₾68.5 მილიონამდე იზრდება - თანხა რემონტზე, ხელფასზე და IT-ზე დაიხარჯება
2027 წელს ცესკოს ბიუჯეტი ₾68.5 მილიონამდე იზრდება - თანხა რემონტზე, ხელფასზე და IT-ზე დაიხარჯება

2027 წელს ცესკოს ბიუჯეტი ₾68.5 მილიონამდე იზრდება - თანხა რემონტზე, ხელფასზე და IT-ზე დაიხარჯება

BM.GE8 ივნისი, 2026, 15:06|bm.ge

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. პროექტის თანახმად, მომდევნო წელს ცესკოს დაფინანსება 22.3 მილიონი ლარით, 68.5 მილიონ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

ინიციატივა პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2027 წელი იქნება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების წელი, რის გამოც ცესკო საქმიანობის გააქტიურებას გეგმავს, ეს ითვალისწინებს კომპიუტერული აღჭურვილობის განახლებას, თანამშრომელთა გადამზადებას, ასევე ცესკოს ოფისის ფასადის გარემონტებას. უფრო დეტალურად, ოფისის რემონტი 1.7 მილიონი ლარი დაჯდება. "ცესკოს ფასადი არის სავალალო მდგომარეობაში და ამას თან ერთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ მისი ფასადი საშიშია ფუნქციონირებისთვის", - განაცხადა სხდომაზე შარაბიძემ.

2027 წელს ცესკოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება, უფრო კონკრეტულად 22.7 მილიონი ლარი შტატით დასაქმებულ პირებზე, ხოლო 11 მილიონი ლარი შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებებზე მიიმართება, რაც ჯამურად 34.7 მილიონ ლარს აღემატება. ოფისის ხარჯები 5.2 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც 1.7 მლნ ლარი რემონტზე, 1.8 მილიონი ლარი კი IT ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება.

ცესკომ პარლამენტს ასევე წარუდგინა 2028-2030 წლების საბიუჯეტო პროექტიც, რომლის მიხედვითაც 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკოს ბიუჯეტი 139 მილიონ ლარამდე გაიზრდება, 2029 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს ბიუჯეტი 145 მილიონ ლარს მიაღწევს, 2030 წლისთვის კი ბიუჯეტი 71.5 მილიონ ლარამდე შემცირდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ერთი ლოკომოტივი $8 მილიონად - რკინიგზა 45 ელმავლის შეძენაზე $350 მილიონს დახარჯავს

ერთი ლოკომოტივი $8 მილიონად - რკინიგზა 45 ელმავლის შეძენაზე $350 მილიონს დახარჯავს

BM.GE

პარლამენტი ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენას გეგმავს

პარლამენტი ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენას გეგმავს

BM.GE

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

BM.GE

ტექნიკური შეხვედრაა, რომელიც დიპპასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს გაუქმების კონტექსტის ფარგლებში იმართება - ევროკომისიის პრესსპიკერი

ტექნიკური შეხვედრაა, რომელიც დიპპასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს გაუქმების კონტექსტის ფარგლებში იმართება - ევროკომისიის პრესსპიკერი

BM.GE