მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო განათლებისთვის ₾100 მილიონია გათვალისწინებული
2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო განათლებისთვის ₾100 მილიონია გათვალისწინებული

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო განათლებისთვის ₾100 მილიონია გათვალისწინებული

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 20:39|bm.ge

2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში უფასო განათლების დანერგვისთვის 100 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

არსებული მდგომარეობით, პირველკურსელებისთვის, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლება უფასოა. თუმცა აღნიშნული არ არის გათვალისწინებული არც თავად უნივერსიტეტების და არც განათლების სამინისტროს მოქმედ ბიუჯეტში, რადგანაც 2026 წლის ბიუჯეტი ამ ცვლილების შემოღებამდე დამტკიცდა. 2027 წლის ბიუჯეტში კი შესაბამისი მიმართულებით 100 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანობაში უმაღლესი განათლების მუხლის ჯამური დაფინანსება 247 მილიონ ლარს აღემატება.

"უმაღლესი განათლება - 247,7 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში 100,0 მლნ ლარია გათვალისწინებული უმაღლესი განათლების რეფორმის დასაფინანსებლად, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026 წლიდან მიღებული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან", - ნათქვამია ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის ასიგნებების თავში კი უმაღლესი განათლების დაფინანსების საპროგნოზო მოცულობად 234 მილიონი ლარი არის მითითებული, რაც 2026 წლის მოქმედ ბიუჯეტს 61.1 მილიონი ლარით აღემატება.საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში უმაღლესი განათლების სწავლის გადასახადი 32.9%-ით შემცირდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უნივერსიტეტში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯს ახალი დირექტორი, ლევან ალიმბარაშვილი უხელმძღვანელებსიმედი
  • სისხლიანი ანგარიშსწორება უნივერსიტეტთან- “პირველებმა “ ახალი დეტალები გაარკვიატვ პირველი
  • "დაზარალდა მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და გადაინაცვლა მიმდებარე ქუჩაზე" - გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის განცხადებარუსთავი 2
  • გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
უნივერსიტეტში →პროექტი →

მსგავსი სტატიები

ევროს ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარამდე შემცირდა

ევროს ოფიციალური ღირებულება 2.92 ლარამდე შემცირდა

BM.GE

ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან

ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან

BM.GE

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმება მალე გაფორმებას გამორიცხავს

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმება მალე გაფორმებას გამორიცხავს

BM.GE

უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია | ლევან ჟორჟოლიანი

უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია | ლევან ჟორჟოლიანი

BM.GE