მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 21-ე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების მოთხოვნა
21-ე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების მოთხოვნა

21-ე სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების და მშობლების მოთხოვნა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 02:22|bm.ge

21-ე სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ.

გავრცელებულ ინფორმაციაში სამი მოთხოვნაა წარმოდგენილი და ითხოვენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეფუძნება სრულ ინფორმაციას, ობიექტურ შეფასებას და სკოლის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას.

მათი მოთხოვნები შემდგომში მდგომარეობს:

1. არსებული საინჟინრო დასკვნის საფუძვლიანად გადამოწმება.

მიგვაჩნია, რომ შენობის მომავალზე გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა დამატებითი, კომპლექსური და დამოუკიდებელი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

ამ პროცესში უნდა ჩაერთონ შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები და შეფასდეს არამხოლოდ შენობის დღევანდელი მდგომარეობა, არამედ მისი უსაფრთხოდ შენარჩუნებისა და რეაბილიტაციის ტექნიკური შესაძლებლობაც.

2. რეაბილიტაციის შესაძლებლობის განხილვა დემონტაჟამდე.

სანამ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება საბოლოოდ განხორციელდება, უნდა არსებობდეს პასუხი კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა მისი უსაფრთხოდ შენარჩუნება და რეაბილიტაცია. ასევე, პასუხი გაეცეს ყველა შეკითხვას, თუ კერძოდ რა საფრთხის შემქმნელია აღნიშნული შენობა.

თუ დამატებითი კვლევა დაადასტურებს, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, ამ შესაძლებლობას უნდა მიეცეს რეალური განხილვის საშუალება.

3. ბავშვებსა და პედაგოგებს სჭირდებათ სრულფასოვანი ალტერნატიული სკოლა.

სანამ 21-ე სკოლაში სწავლა შეუძლებელია, მოსწავლეებსა და პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი და სრულფასოვანი სასწავლო სივრცე.

ეს არ უნდა ნიშნავდეს უბრალოდ სხვა შენობაში გადასვლას. ალტერნატიულ სივრცეში უნდა იყოს შესაძლებელი სრულფასოვანი სასწავლო პროცესის გაგრძელება, გერმანული ენის პროგრამის შენარჩუნება, ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოში სწავლა.

არ უნდა მოხდეს ბავშვების შემთხვევითი გადანაწილება სხვადასხვა სკოლასა და კლასში, ან მათი მეორე და მესამე ცვლაში გადაყვანა. 21-ე სკოლა უნდა დარჩეს ერთიან სასკოლო საზოგადოებად.

შეგახსენებ, რომ 21-ე სკოლა სწავლის დაწყებიდან ორ დღეში დაიხურა, რასაც მასწავლებლების და მოსწავლეთა მშობლების პროტესტი მოჰყვა. სასწავლო პროცესი 18 სექტემბრიდან ოფიციალურად შეჩერდა. გადაწყვეტილების საფუძველი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც სკოლის შენობა ავარიულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სკოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდაიმედი
  • მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი სკოლის მოსავლის მეზობელია - რა მოხდა კახეთში?ტვ პირველი
  • აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნარუსთავი 2
  • კალაძე 21-ე სკოლაზე: სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაგირება, კითხვები არ უნდა არსებობდესფორმულა
სკოლის →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა დიზელის სექტორზე კონტროლი დაკარგა

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა დიზელის სექტორზე კონტროლი დაკარგა

BM.GE

აშშ გრენლანდიაში ორ სამხედრო ბაზას ხსნის - შეთანხმება კოპენჰაგენთან და ნუუკთან უკვე გაფორმდა

აშშ გრენლანდიაში ორ სამხედრო ბაზას ხსნის - შეთანხმება კოპენჰაგენთან და ნუუკთან უკვე გაფორმდა

BM.GE

ენერგეტიკული ბირჟა 1.5 მილიონ ევროდ ბირჟის ტექნიკურ და IT სერვისს ყიდულობს

ენერგეტიკული ბირჟა 1.5 მილიონ ევროდ ბირჟის ტექნიკურ და IT სერვისს ყიდულობს

BM.GE

$2.2-მილიარდიანი ვაჭრობა, ინვესტიციები და გზავნილები - კობახიძე ერდოღანს ნიუ-იორკში შეხვდა

$2.2-მილიარდიანი ვაჭრობა, ინვესტიციები და გზავნილები - კობახიძე ერდოღანს ნიუ-იორკში შეხვდა

BM.GE