მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 24-25 ივლისს დენის მასობრივ გათიშვაზე სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მუხლით დაიწყო
24-25 ივლისს დენის მასობრივ გათიშვაზე სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მუხლით დაიწყო

24-25 ივლისს დენის მასობრივ გათიშვაზე სუს-მა გამოძიება სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მუხლით დაიწყო

BM.GE25 ივლისი, 2026, 19:29|bm.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, საქმეზე ძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დივერსიას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მიზნით სახელმწიფო საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლისთვის, აგრეთვე მათ დაზიანებასა თუ განადგურებაზე.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“, - აცხადებენ უწყებაში.

დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

მთელ საქართველოში ელექტროენერგია გაიშითა 24 ივლისსაც, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • "ნაციონალური მოძრაობის" სპეკულაციური განცხადება - ანა წითლიძე ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვსრუსთავი 2
  • რა უთხრა გამოძიებას გიორგი ლილუაშვილმა. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ს საქმიანობაზე გამოძიება დაიწყოფორმულა
  • ნათელაშვილმა პროკურატურისგან Eagle Hills-თან ხელშეკრულების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ გამოძიების დაწყება მოითხოვატვ პირველი
გამოძიება →

მსგავსი სტატიები

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

„უძრავ ქონებაზე ფასის ზრდა გაგრძელდება“ - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

თამაზ ელიზბარაშვილი შიმშილობას იწყებს

BM.GE

რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში სამგზავრო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას გეგმავს

BM.GE

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

ჩინეთი სახელმწიფო ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში $53.6 მილიარდის ინექციას განახორციელებს

BM.GE