მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 24-25 ნოემბერს ქვეყნის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება - განცხადება
24-25 ნოემბერს ქვეყნის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება - განცხადება

24-25 ნოემბერს ქვეყნის დიდ ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება - განცხადება

BM.GE22 ნოემბერი, 2026, 17:38|bm.ge

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და აჭარის რეგიონის მომხმარებლებს.

კომპანიის განმარტებით, გაზმომარაგების შეზღუდვა საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 - 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე ახლად აშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ ქსელთან მიერთების (შეჭრის) სამუშაოებს უკავშირდება.

აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს:

• აღმოსავლეთ საქართველო: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ასევე დაბა ბაკურიანი; • დასავლეთ საქართველო: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები, ასევე აჭარის რეგიონი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზმომარაგების აღდგენა 25 ნოემბრის 10:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება. მათივე თქმით, სამუშაოების თარიღის შერჩევისას გაითვალისწინეს 24 ნოემბრის მეტეოროლოგიური პირობებიც, რათა მოსახლეობისთვის დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ ქსელთან მიერთებაც, რაც ასევე ტექნიკურ სამუშაოებს მოითხოვს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ აშენებული ახალი მილსადენების ქსელში ჩართვას კომპანია ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით ხსნის და აღნიშნავს, რომ პროექტის დასრულების შემდეგ მაგისტრალურ მილსადენზე ავარიული გათიშვების რისკები ფაქტობრივად განულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

27 ნოემბერს, ტაშკენტში "უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების ROADSHOW" გაიმართება

27 ნოემბერს, ტაშკენტში "უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების ROADSHOW" გაიმართება

BM.GE

2035 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა შესაძლოა 4%-ით შემცირდეს - IEA

2035 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა შესაძლოა 4%-ით შემცირდეს - IEA

BM.GE

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 40.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი 40.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით?

BM.GE

რა შემთხვევაში ეხსნებათ სახელმწიფო დაცვა ყოფილ მაღალჩინოსნებს?

რა შემთხვევაში ეხსნებათ სახელმწიფო დაცვა ყოფილ მაღალჩინოსნებს?

BM.GE