
27 ნოემბერს, ტაშკენტში "უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების ROADSHOW" გაიმართება
27 ნოემბერს ტაშკენტის საერთაშორისო ბიზნესცენტრში უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობებისა და სახელმწიფო აქტივების ტრადიციული Roadshow გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტოა.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მასშტაბური ღონისძიება რეგიონული ტურნეს დასკვნით ეტაპს წარმოადგენს, რომელსაც უწყება უკვე ზედიზედ მეექვსე წელია წარმატებით ატარებს.ფორუმში მონაწილეობას სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტოს დირექტორი სოჰიბჟონ მუროდოვი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, უზბეკეთის რესპუბლიკის სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები და ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო მეწარმეებისა და ინვესტორები მიიღებენ.
"Roadshow-ს ჩატარებას საქმიანი გარემოს განვითარებისა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ღონისძიება მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ აქტუალური ინფორმაცია პერსპექტიული ობიექტების შესახებ, დაამყარონ პირდაპირი დიალოგი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან B2G და B2B შეხვედრების ფორმატში, ასევე გაეცნონ ქონების შეძენის ახალ ინსტრუმენტებს. მსგავსი ინიციატივები საკვანძო როლს ასრულებს პრივატიზაციის პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში, გამოუყენებელი ობიექტების ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვასა და ახალი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად მაქსიმალურად კომფორტული და ღია პირობების შექმნაში", - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.მათივე ცნობით, Roadshow-ს მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ბრძანების განხილვას, რომლითაც 2026-2027 წლების პრივატიზაციის ახალი პროგრამა დამტკიცდა. მონაწილეებს დეტალურად განუმარტავენ აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებულ თანამედროვე შეღავათებსა და მექანიზმებს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისა და იჯარის სფეროში, მათ შორის გამოსყიდვის გამარტივებულ პროცედურებს, კერძო კაპიტალისთვის გაფართოებულ პრეფერენციებსა და ინვესტორებისთვის ახალ გარანტიებს. ოფიციალური ნაწილი პოტენციურ ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების სერიით დასრულდება."Roadshow-ს გამართვა მიზნად ისახავს სამეწარმეო საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას გასაყიდად გამოტანილი ობიექტების, პრივატიზაციის მოქმედი მექანიზმებისა და სახელმწიფო ქონების შეძენის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების შესახებ. ყოველივე ეს მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის პოტენციურ ინვესტორთა წრის გაფართოებისა და სახელმწიფო პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნავენ სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტოში.
BM.GE
წყარო: bm.ge