მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „24-საათიან რეჟიმში შეკვეთებს ვიღებთ“- „აგრითაჩმა“ ქართული მოცვი პირველად გაიტანა ომანის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე
„24-საათიან რეჟიმში შეკვეთებს ვიღებთ“- „აგრითაჩმა“ ქართული მოცვი პირველად გაიტანა ომანის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე

„24-საათიან რეჟიმში შეკვეთებს ვიღებთ“- „აგრითაჩმა“ ქართული მოცვი პირველად გაიტანა ომანის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე

BM.GE20 ივლისი, 2026, 03:30|bm.ge

ქართული მოცვის ექსპორტიორმა კომპანია „აგრითაჩმა“ მიმდინარე წელს ექსპორტის გეოგრაფია გააფართოვა და პროდუქცია პირველად ომანის, ინდოეთისა და ისრაელის ბაზრებზე გაიტანა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებიდან, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ქართული მოცვის მიმართ ინტერესი მაღალია და კომპანიას შეკვეთები ყოველდღიურად აქვს, თუმცა ექსპორტის ზრდას საქართველოში არსებული ლოგისტიკური პრობლემები აფერხებს.

„24-საათიან რეჟიმში ვიღებთ შეკვეთებს ამ ბაზრებიდან. წელს დაგვემატა სამი ახალი ბაზარი - ომანი, ინდოეთი და ისრაელი. ინდოეთის მიმართულებით ტრანზიტი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, ამას წყალდიდობაც დაემატა და ტვირთის დროულად გატანა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე პერსპექტიული ბაზრები ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებია, თუმცა პრემიუმ სეგმენტში დასამკვიდრებლად მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი აღარ არის საკმარისი.

ვეფხვაძის თქმით, აზიისა და ევროკავშირის ბაზრები საცალო ქსელებისთვის განკუთვნილ, ეტიკეტირებულ და მცირე შეფუთვაში მოთავსებულ მოცვს ითხოვენ, მაშინ როდესაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 90% კვლავ რუსეთის ბაზარზე დაუფასოებლად, ე.წ. bulk-ის ფორმით გადის.

„ცალკეულ ბაღებს შეფუთვის დანადგარები აქვთ, თუმცა მათი წარმადობა მცირეა. ფერმერებისთვის მთავარი ამოცანა მოსავლის დროულად რეალიზებაა, ამიტომ დაფასოებული პროდუქტის წარმოება ხშირად მეორე პლანზე გადადის“, - აღნიშნა მან.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ წელს „აგრითაჩი“ დაახლოებით 25-30 ტონა მოცვის საჰაერო ექსპორტს განახორციელებს. თუმცა, მისი შეფასებით, ავიაგადაზიდვები მნიშვნელოვნად გართულებულია როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარების, ისე საქართველოში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის გამო.

ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ქართული მოცვის ექსპორტის ზრდისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა აეროპორტებში სამაცივრე და სატვირთო ინფრასტრუქტურის განვითარებაა. „კოპიტნარის აეროპორტი, რომელიც სატვირთოც იქნება და სამაცივრეც, ჩემი აზრით, იდეალური ჰაბი იქნება რეგიონისთვის,“ - განაცხადა ეკა ვეფხვაძემ.

მისივე შეფასებით, სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად სამი მთავარი კომპონენტია საჭირო: მაღალი ხარისხის წარმოება, კრეფის შემდგომი სწრაფი გაგრილებისა და შენახვის სისტემა, ასევე თანამედროვე შესაფუთი ინფრასტრუქტურა და ეფექტიანი ლოგისტიკა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რეჟიმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმშიიმედი
  • ნეპალის პოლიციამ 4 დღის განმავლობაში ნანგრევებში მყოფი ბავშვის გადარჩენა მოახერხა - მაშველები მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენრუსთავი 2
  • გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მომავალი მილევად რეჟიმში, ანუ ხმა, რომლისაც ეშინიათფორმულა
  • ღარიბაშვილის ოჯახი ამბობს, რომ "ირაკლი აუცილებელი მოგერიების" რეჟიმში მოქმედებსტვ პირველი
რეჟიმში →

მსგავსი სტატიები

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

BM.GE

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

BM.GE

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

BM.GE