
27 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი
27 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:00 საათზე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილისა და გიორგი ბარვენაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (381/3-XIმპ, 21.10.2026) (კომიტეტი წამყვანია, I მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით);მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შოთა ბერეკაშვილი;პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, ა. შალუტაშვილი;
2. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, ლევან მაჭავარიანის, ანტონ ობოლაშვილისა და ირაკლი მეზურნიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (380/3-XIმპ, 21.10.2026) (კომიტეტი წამყვანია, I მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით);მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - შოთა ბერეკაშვილი;პასუხისმგებელი: ი. ჩხენკელი, გ. სირაძე, ი. ცუხიშვილი.
11:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (382/2-XIმპ; 21.10.2026) I მოსმენა (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი.
11:50 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
BM.GE
წყარო: bm.ge