
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე: ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო, ერთი ხელის კვრაღა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა
ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა, - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციასთან დაკავშირებით.
შარმანაშვილის თქმით, მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო, ერთი ხელის კვრაღა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა.
„ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა.
ის, რომ მათ უარი თქვეს ლეგიტიმურ ორგანოებში მონაწილეობაზე, ყურადღება ქუჩის აქციებსა და რევოლუციურ სცენარებზე გადაიტანეს, აუცილებლად მიიყვანდა ამ კრახამდე. მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო, ერთი ხელის კვრაღა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდა“, - აღნიშნა მან.
შალვა პაპუაშვილი: შეუმდაგრი დამხობიდან ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარა შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლება
იმედი
წყარო: imedinews.ge