მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "30 წლით უკან არ უნდა დავბრუნდეთ" - რა რისკები ჩანს ერთიანი სალარო აპარატების დანერგვაში
"30 წლით უკან არ უნდა დავბრუნდეთ" - რა რისკები ჩანს ერთიანი სალარო აპარატების დანერგვაში

"30 წლით უკან არ უნდა დავბრუნდეთ" - რა რისკები ჩანს ერთიანი სალარო აპარატების დანერგვაში

BM.GE27 ივნისი, 2026, 00:05|bm.ge

"30 წლით უკან არ უნდა დავბრუნდეთ" - ასე აფასებს უნივერსალური სალარო აპარატის დანერგვის და ურთიერთგაცვლის საკომისიოს მაქსიმალური ზღვრის დაწესების ინიციატივას „ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი“, გადახდების სპეციალისტი მაია ხელაძე.

მისი თქმით, მიზანი მისასალმებელია, თუმცა მიზნამდე მისასვლელი გზები კითხვის ნიშნებს აჩენს, წარმოდგენილი სახით რეფორმა კი, რისკებს შეიცავს და არის საფრთხე მიღწეული პროგრესიც დაიკარგოს. რისკებს შორისაა მონოპოლიის რისკი და ტექნოლოგიური გაურკვევლობა

„მივესალმები იმას, რომ სახელმწიფო დონეზე განიხილება საკითხი, რომ ციფრულ ეკონომიკას ხელი შეეწყოს, მერჩანტებს გაუიაფდეს გადასახადი, მოქალაქეებს გაუიაფდეს გადახდის პროცესი და ეს იყოს კომფორტული ერთ ტერმინალში. რა თქმა უნდა, ამას დარგის სპეციალისტები მხოლოდ მივესალმებით. თუმცა, გზები, თუ როგორ შეიძლება ამის მიღწევა, აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს. იმიტომ, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში დასაბუთებული ახსნა, თუ რატომ არის საჭირო, რომ ამ უნივერსალური საკასო ტერმინალების მომწოდებელი მხოლოდ ერთი კომპანია იყოს, რომელსაც პარლამენტი ან მთავრობა შეარჩევს და არა ბიზნესი (რომელიც ამ მხრივ თავისუფალია ვენდორების შერჩევაში), აჩენს ბევრ კითხვას. ასევე კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეეწყობა ამით ხელი ციფრული გადახდების შემდგომ განვითარებას“, - ამბობს „საქმის კურსთან“ მაია ხელაძე.

გადახდების სპეციალისტი ფიქრობს, რომ ინიციატივას დადებითი გავლენა ვერ ექნება მოქალაქეებზე, რადგანაც უნაღდო გადახდების სანაცვლოდ ისინი იღებენ სარგებელს ქეშბექებით და სხვადასხვა ფასდაკლებებით. ახალი ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში მომხმარებლები ამ ბენეფიტს ვეღარ მიიღებენ. ამასთან საეჭვოა, რომ გადახდის საკომისიოს შემოსაზღვრით სარგებელი მიიღოს ბიზნესმა.

„კანონპროექტში წერია, რომ ერთი კომპანია შეირჩევა, რომელიც შემდეგ უცნობია რა ფასს დაადებს ახალი ინფრასტრუქტურის აშენებას. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი ინფრასტრუქტურა აგებული სხვადასხვა მომწოდებლის მიერ, სადაც ხდება სხვადასხვა ინსტრუმენტების მომსახურება (ბარათები, ტელეფონი, საათი და ა.შ.) და რომელიც გლობალურ პლატფორმებზეა დაშენებული. როგორ მოხდება ამ ეკოსისტემაში ერთი მომწოდებლის მიერ უსაფრთხო ინტეგრაცია? უსაფრთხოება და მონაცემების დაცვა უმნიშვნელოვანესი ნაწილია. PCI DSS სტანდარტი არსებობს, რომელსაც ყველა უნდა ვაკმაყოფილებდეთ, რაც უზარმაზარი ინვესტიციაა ბანკებისგან, პროვაიდერებისგან და ვენდორებისგან. ვენდორებს რა ინტერესი ექნებათ, რომ განავითარონ ეს ინფრასტრუქტურა, თუ ვერ მიიღებენ შესაბამის უკუგებას? არადა მათზეა დამოკიდებული ტექნოლოგიური სიახლეები, გლობალურ პლატფორმებთან ადაპტაცია და სერტიფიკატები, რაც მათ უნდა დააფინანსონ მომხმარებლისთვის უსაფრთხო გადახდის ინსტრუმენტის შესათავაზებლად“, - განმარტავს გადახდების სპეციალისტი.

მისი შეფასებით, საქართველოში უნდა დაინერგოს უნიფიცირებული სისტემა, რომელიც იქნება სტაბილური და არ გააჩენს კითხვებს ტრანზაქციების გატარებაზე. ამასთან, იქნება მორგებული საერთაშორისო ინფრასტრუქტურას.

„აუცილებელია, რომ საკომისიო იყოს ტექნიკურად ისე ორგანიზებული, რომ რეალურად გაუიაფდეს მერჩანტებს ეს გადასახადი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიღაცას მოუწევს იმ ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რომელიც სავალდებულო სახით შემოვა ქვეყანაში. 0.3% რამდენად ეყოფა უსაფრთხო ინფრასტრუქტურის აწყობას და სერტიფიცირებას, ბევრ კითხვას აჩენს, რადგან პრაქტიკაში სხვა ციფრები ვიცით“, - ამბობს ხელაძე.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Microsoft-მა მზარდი ხარჯების გამო Xbox-ის კონსოლების ფასი გაზარდა

Microsoft-მა მზარდი ხარჯების გამო Xbox-ის კონსოლების ფასი გაზარდა

BM.GE

მასკის Starlink-ი მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას უფასო ინტერნეტს მიაწვდის

მასკის Starlink-ი მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას უფასო ინტერნეტს მიაწვდის

BM.GE

ON Semiconductor-მა $7 მილიარდად Synaptics-ი შეიძინა

ON Semiconductor-მა $7 მილიარდად Synaptics-ი შეიძინა

BM.GE

Polymarket-ის წლიური შემოსავალი $1 მილიარდს გადასცდა

Polymarket-ის წლიური შემოსავალი $1 მილიარდს გადასცდა

BM.GE