ON Semiconductor-მა $7 მილიარდად Synaptics-ი შეიძინა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია ON Semiconductor-მა $7 მილიარდად კომპანია Synaptics-ი შეიძინა. როგორც ირკვევა, ON Semiconductor-ის არსებობის ისტორიაში გაფორმებული ყველაზე მასშტაბური გარიგების მიზანი ფიზიკური ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პოზიციების გაძლიერება იქნება.
კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, ეს შენაძენი მათ საშუალებას მისცემს, 2030 წლისთვის ბაზარზე წილი გაზარდონ და წლიურად $30 მილიარდის შემოსავალი მიიღონ. როგორც ON Semiconductor-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰასან ელ-ხურიმ განაცხადა, ტრანზაქცია კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის მასშტაბებს მყისიერად გაზრდის.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, Synaptics-ის აქციონერები თითოეულ აქციაზე ON Semiconductor-ის 1.350 აქციას მიიღებენ. გარიგების დასრულება კი 2027 წლის შუა პერიოდისთვის მოხერხდება. ტრანზაქციის ფარგლებში ON Semiconductor-ის დირექტორთა საბჭოს Synaptics-ის ერთი წარმომადგენელი დაემატება.
რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, როგორც ირკვევა დაანონსებული ტრანზაცია თავად ON Semiconductor-ის ინვესტორებს არ მოეწონათ, რის გამოც კომპანიის აქციები 6%-ით დაეცა. რაც შეეხება Synaptics-სს, მისი ფასი 13%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, ამერიკული ON Semiconductor-ი სილიციუმის კარბიდის მსხვილი მწარმოებელია. ის საავტომობილო და ელექტრომობილების ინდუსტრიებს სენსორულ მოწყობილობებს აწვდის.
BM.GE
წყარო: bm.ge