
მასკის Starlink-ი მიწისძვრით დაზარალებულ ვენესუელას უფასო ინტერნეტს მიაწვდის
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ში განაცხადეს, რომ მათი სატელიტური ინტერნეტის, Starlink-ის სერვისი ვენესუელელ მომხმარებლებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უფასოდ მიეწოდებათ.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კომპანია ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში კავშირის აღსადგენად Starlink-ის ტერმინალებს დაჩქარებული წესით განათავსებს და ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას, სატელიტური კავშირების სერვისით ისარგებლოს.
შეგახსენებთ, 24 ივნისს ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კარაკასში, მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, ბუნებრივი კატასტროფის შედეგად სულ მცირე 235 ადამიანი დაიღუპა და ათასობით ადგილობრივი დაშავდა. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ დაკარგულია 30,000-ზე მეტი ადამიანი.
BM.GE
წყარო: bm.ge