მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "300-ლარიანი ლიმიტის მხოლოდ გაუქმება შეცდომა იქნება" - ზურაბ ძნელაშვილის მოსაზრება
"300-ლარიანი ლიმიტის მხოლოდ გაუქმება შეცდომა იქნება" - ზურაბ ძნელაშვილის მოსაზრება

"300-ლარიანი ლიმიტის მხოლოდ გაუქმება შეცდომა იქნება" - ზურაბ ძნელაშვილის მოსაზრება

BM.GE16 ივლისი, 2026, 03:21|bm.ge

იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელ და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი განბაჟების 300-ლარიანი ზღვარის გაუქმებას არ ემხრობა, მაგრამ მიაჩნია, რომ არსებული შეღავათი გარდაქმნას საჭიროებს.

ამის შესახებ მან BMGTV–ს გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც ინტერვიუს თემა განბაჟების 300-ლარიანი ზღვარის შესაძლო გაუქმება და საერთაშორისო ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმების საქართველოში საქმიანობის დაბეგვრის ფორმები იყო.

როგორც ცნობილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 300 ლარამდე ღირებულებისა და 30 კილოგრამამდე წონის საფოსტო გზავნილის იმპორტი პირადი მოხმარებისთვის თავისუფლდება როგორც დღგ-სგან, ისე - იმპორტის გადასახადისგან.

საქმე ის არის, რომ ქართული საცალო და ელექტრონული კომერციის სექტორის განცხადებით, გლობალური ონლაინ-გიგანტების, მათ შორის ჩინური TEMU-სა და სხვების ექსპანსიამ ბაზრის მოთამაშეები მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ადგილობრივი ბიზნესი სულ უფრო ხმამაღლა ითხოვს სახელმწიფოსგან თანაბარ საგადასახადო პირობებსა და საფოსტო გზავნილების განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის გაუქმებას.

მართალია, ადგილობრივი ასოციაციების ნაწილი 300-ლარიანი ლიმიტის სრულ გაუქმებას ითხოვს, თუმცა ზურაბ ძნელაშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამის გაკეთება შეცდომა იქნება.

მისი აზრით, ლიმიტის მხოლოდ გაუქმება გამოიწვევს საბაჟოზე ბიუროკრატიის ზრდას და მომხმარებლისთვის ადმინისტრაციული ტვირთის დაკისრებას (დეკლარირება, სასაქონლო კოდების დადგენა, ღირებულების დადგენა და ა.შ.).

რა არის ალტერნატივა?

ზურაბ ძნელაშვილის აზრით, პარალელურად უნდა დაინერგოს საერთაშორისოდ მიღებული მოდელი, რომელიც წარმატებით მუშაობს ევროკავშირსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში:

300 ლარის ზემოთ: ძალაში რჩება იმპორტის სტანდარტული დეკლარირების და გადახდის წესი.

300 ლარის ქვემოთ: გადასახადის შეგროვების, დეკლარირების და ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება საზღვრიდან გადადის საქონლის შეძენის ეტაპზე და უშუალოდ საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმებზე (მაგ. TEMU, Shein და სხვ.).

"თუ ამანათის ღირებულება 300 ლარზე ნაკლები იქნება, ასეთ შემთხვევაში მისი იმპორტის გადასახდელების გადახდის ანუ ამ გადასახადების ადმინისტრირებისა და შეგროვების ფუნქცია საერთაშორისო ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმებზე უნდა გადავიტანოთ; როდესაც მოხდება პროდუქტის შერჩევა, გამოწერა და თანხის გადახდა, ამ თანხაში უკვე უნდა შედიოდეს დღგ და იქვე, ამავე საერთაშორისო ონლაინ-პლატფორმამ უნდა უზრუნველყოს მისი მოგროვება“, - განმარტა მან.

ზურაბ ძნელაშვილის თქმით, ეს პრაქტიკა საქართველოსთვის უცხო არ არის: „ქვეყანამ მსგავსი მოდელი უკვე წარმატებით გამოიყენა ციფრული მომსახურების სფეროში (მაგალითად, Meta/Facebook და Google/YouTube-ის რეკლამების დაბეგვრისას), როდესაც დღგ-ის დეკლარირებისა და გადახდის ვალდებულება უშუალოდ ამ გიგანტებს დაეკისრათ“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE