მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა
7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

7 თვეში საქართველომ $2.5 მილიონის ქოლგები შეიძინა - იმპორტის სტატისტიკა

BM.GE30 აგვისტო, 2026, 03:50|bm.ge

საქართველოში საწვიმარი და მზისგან დასაცავი ქოლგების იმპორტი გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში ჯამში $2.5 მილიონი ღირებულების, 606 ტონა ქოლგა შემოვიდა.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული ქოლგების ღირებულება $2.3 მილიონს, ხოლო მოცულობა 518 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 თვეში ქოლგების იმპორტის ღირებულება დაახლოებით 7%-ით, ხოლო მოცულობა 16.9%-ით გაიზარდა.

2026 წლის იანვარ-ივლისში ქოლგების მთავარი მომწოდებელი ქვეყანა ჩინეთი იყო. საქართველომ ჩინეთიდან $1.4 მილიონი ღირებულების, 452 ტონა ქოლგა შეიძინა. მომწოდებელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა უკრაინა, საიდანაც იმპორტმა $410 ათასი და 69 ტონა შეადგინა. მესამე პოზიციაზეა თურქეთი - $303 ათასი და 44 ტონა.

ქოლგების იმპორტის ათეულში ასევე შედიან:

• ჩეხეთი $144 ათასი, 13 ტონა; • ბულგარეთი - $49 ათასი, 11 ტონა; • გერმანია - $39 ათასი, 1.8 ტონა; • იტალია - $32 ათასი, 1.2 ტონა; • ესპანეთი - $24 ათასი, 1.4 ტონა; • საფრანგეთი - $17 ათასი, 500 კილოგრამი; • ჰონგ-კონგი - $12 ათასი, 8.1 ტონა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

₾419 მილიონი ₾1.3 მილიარდიდან: რა ტემპით იღებს მთავრობა შეღავათიან საინვესტიციო კრედიტებს?

BM.GE

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება

BM.GE

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

BM.GE