მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

4 მუნიციპალიტეტში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 14:00|bm.ge

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, კენჭისყრა მაჟორიტარული სისტემით ტარდება და ამომრჩევლებმა 4 მაჟორიტარი წევრი უნდა აირჩიონ.

როგორც ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში 7 საარჩევნო უბანია გახსნილი:

• ახმეტა - სოფელი კასრისწყალი; • დმანისი - სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის; • წალკა - სოფლები: იმერა, ბარეთი, საბეჭისი და ლივადი (სულ 4 უბანი); • ვანი - სოფელი ფერეთა.

წალკის სამ და ვანის ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ სამ უბანზე პროცესი ტრადიციული მეთოდით ტარდება.

არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა მოქალაქემ მიმართა.

საკრებულოების მანდატებისთვის 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი 7 კანდიდატი იბრძვის. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებულნი არიან „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ კანდიდატები, ხოლო ახმეტაში — მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

საარჩევნო პროცესს 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი აკვირდება, ხოლო გაშუქებაზე 8 მედიაორგანიზაციის 187 წარმომადგენელი მუშაობს.

ცესკო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. დღის განმავლობაში მოქმედებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი (2 51 00 51) და მედიაცენტრი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მუნიციპალიტეტის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • მზის მიკროსადგურები დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში - უწყვეტი ელექტროენერგიის დამოუკიდებელი წყაროთი 58 ოჯახი ისარგებლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდანეტგაზეთი
  • "ქართული საგალობლები" - ფესტივალს საჩხერის მუნიციპალიტეტი მასპინძლობსრუსთავი 2
  • დაკავებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში 2 პირი დაჭრაფორმულა
მუნიციპალიტეტის →

მსგავსი სტატიები

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

BM.GE

ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

BM.GE

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE

დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს

დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს

BM.GE