მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 4 თვეში ღვინის ექსპორტი მცირედით $73.5 მილიონამდე გაიზარდა - რომელ ქვეყნებშია კლება/მატება?
4 თვეში ღვინის ექსპორტი მცირედით $73.5 მილიონამდე გაიზარდა - რომელ ქვეყნებშია კლება/მატება?

4 თვეში ღვინის ექსპორტი მცირედით $73.5 მილიონამდე გაიზარდა - რომელ ქვეყნებშია კლება/მატება?

BM.GE20 მაისი, 2026, 01:40|bm.ge

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ღვინის გაყიდვებით 73.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტი წლიურად მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა 3.3%-იანი წილით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ღვინის გაყიდვებში, ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად რუსეთს უკავია. 4 თვეში ექსპორტის 61% სწორედ ჩრდილომოსაზღვრე ქვეყანაზე მოდიოდა. TOP-10 საექსპორტო ქვეყანას შორის რუსეთში, უკრაინაში, გერმანიასა და ლიეტუვაში გადაზიდვები გაზრდილია, პოლონეთის, ჩინეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ლატვიისა და აშშ-ის მიმართულებით კი შემცირებული. ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

• რუსეთი - $44.9 მლნ, 15 293 509 ლიტრი; • პოლონეთი - $5.5 მლნ, 2 133 305 ლიტრი; • უკრაინა - $3.8 მლნ, 1 382 904 ლიტრი; • ჩინეთი - $3.2 მლნ, 1 176 060 ლიტრი; • გერმანია - $2.5 მლნ, 531 901 ლიტრი; • ბელარუსი - $1.7 მლნ, 608 157 ლიტრი; • ყაზახეთი - $1.6 მლნ, 479 498 ლიტრი; • ლატვია - $1.4 მლნ, 377 282 ლიტრი; • აშშ - $1.4 მლნ, 237 074 ლიტრი; • ლიეტუვა - $859 ათასი, 220 942 ლიტრი;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

რამ განაპირობა ივნისში 8.6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

BM.GE

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

ივნისში ენერგეტიკის და სამთო მოპოვებით მრეწველობაში შემცირება იყო - საქსტატი

BM.GE

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE