მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 4 თვეში მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული ₾128 856 ლარი ჩამოეწერათ - სემეკი
4 თვეში მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული ₾128 856 ლარი ჩამოეწერათ - სემეკი

4 თვეში მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული ₾128 856 ლარი ჩამოეწერათ - სემეკი

BM.GE5 მაისი, 2026, 20:01|bm.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 128,856 ლარი ჩამოაწერა.

კომისიის ინფორმაციით, მომხმარებლებს თანხები ჩამოეწერათ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შესული წერილობითი მიმართვების შესწავლის შედეგად, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს. მათ შორის:

• ელექტროენერგეტიკის სექტორში - 46,946 ლარი, • ბუნებრივი გაზის სექტორში - 64,171 ლარი, • წყალმომარაგების სექტორში - 17,739 ლარი.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216 ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →თვეში →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE