მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾400-მილიონიანი ლარის სახაზინო ობლიგაციის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს - ფინანსთა სამინისტრო
₾400-მილიონიანი ლარის სახაზინო ობლიგაციის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს - ფინანსთა სამინისტრო

₾400-მილიონიანი ლარის სახაზინო ობლიგაციის 65% უცხოელმა ინვესტორებმა შეიძინეს - ფინანსთა სამინისტრო

BM.GE28 მაისი, 2026, 20:42|bm.ge

ფინანსთა სამინისტრომ ლარის უმსხვილესი - ₾400-მილიონიანი ობლიგაციის განთავსების შესახებ დღეს დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა. უწყებაში აცხადებენ, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ობლიგაციების 65% შეიძინეს, რაც თანხობრივად 260 მილიონ ლარს შეადგენდა.

400 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი, სამინისტრომ 2026 წლის 21 მაისს გამოუშვა და მას 9%-ის განაკვეთი და 5.9 წლის ვადიანობა აქვს. სამინისტროს თანახმად, ესაა ლარის ობლიგაციის უმსხვილესი განთავსება, რომელშიც ინვესტირება არარეზიდენტებმა განახორციელეს.

"5.9 წლიანი ვადიანობის 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილებით, მთლიანი გამოშვების 65% გადანაწილდა არარეზიდენტ ინვესტორებზე, ხოლო 35% რეზიდენტებზე.

"ინვესტორთა ტიპების მიხედვით, საკმაოდ დივერსიფიცირებული შედეგი დადგა: 64% განაწილდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიებზე; 24% ადგილობრივ სადაზღვევო და საპენსიო ფონდებზე, 11% კომერციულ ბანკებზე, ხოლო 1% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე.

არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესი, ასევე, მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფიულ ჭრილშიც და საბოლოო განაწილებით არარეზიდენტი ინვესტორების 76%-ს გაერთიანებული სამეფოს ინვესტორები შეადგენენ, 19%-ს აშშ-ის, ხოლო 5%-ს ევროკავშირის ინვესტორები,"- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამ დრომდე საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში არარეზიდენტებს 555 მილიონი ლარი ჰქონდათ დაბანდებული, რაც მთლიანი პორტფელის მხოლოდ 4.7%-ია. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აპრილში განაცხადა, სამინისტროს მიზანს წარმოადგენს ლარის ფასიან ქაღალდებში არარეზიდენტი ინვესტორების წილის ზრდა, რისთვისაც სახელმწიფო გეგმავდა ბაზარზე განეთავსებინა გაზრდილი მოცულობის ფასიანი ქაღალდები. ამასთან, ფასიანი ქაღალდის შეთავაზება მოხდა არა ფინანსთა სამინისტროს ხაზინის, არამედ სინდიკაციის მეთოდით და ფასიანი ქაღალდის განთავსების დილერის ფუნქცია "თიბისი კაპიტალმა" და Galt & Taggart-მა შეასრულეს. შედეგად, არარეზიდენტების დაბანდებები საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში 800 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„როდესაც ევრობონდისთვის გვქონდა ე.წ. „როუდ შოუები“ ნიუ-იორკში, ბოსტონში, ლონდონში, ვაშინგტონში, ჩვენ პარალელურ რეჟიმში გვქონდა ამ თემაზე საუბარი, საიდანაც გახდა ცნობილი, რომ მათი დაინტერესება ძალიან აქტიური არის [ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართ] როგორც საერთაშორისო ბაზარზე საერთაშორისო ვალუტაში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ლარში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა მიმდინარე წლის აპრილში.

ცნობისთვის: 400 მილიონი ლარის ღირებულების სახაზინო ობლიგაციები ნაწილია იმ 1.8 მილიარდი ლარის შიდა ვალის, რომლის აღებასაც მთავრობა წელს გეგმავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ლარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 113 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • 10 ათასი ლარის მისაღებად სამინისტრო დევნილების მონიტორინგს იწყებსნეტგაზეთი
  • რა ეღირება ლარი ხვალტვ პირველი
  • რამდენი ლარი ეღირება 1 აშშ დოლარი და ევრო 13 ოქტომბერს - ეროვნული ვალუტის ახალი გაცვლითი კურსირუსთავი 2
ლარი →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE