ორიგინალი
5 წლის შემდეგ თბილისის უფასო სასადილოების დაფინანსება იზრდება - ერთ ბენეფიციარზე 1.70 ლარის ნაცვლად 3 ლარია გათვალისწინებული
BM.GE·17:39

5 წლის შემდეგ თბილისის უფასო სასადილოების დაფინანსება იზრდება - ერთ ბენეფიციარზე 1.70 ლარის ნაცვლად 3 ლარია გათვალისწინებული

27 ნოემბერი, 2026 · 17:39

თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, უფასო სასადილოებში ერთი ბენეფიციარის კვებისთვის გამოყოფილი დღიური თანხა 1.70-დან 3 ლარამდე, ანუ 76.5%-ით იზრდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სურსათის ფასების ზრდის მიუხედავად, აღნიშნული თანხა უცვლელი რჩებოდა.

2027 წელს უფასო სასადილოების პროგრამის დაფინანსება დაახლოებით 43 მლნ ლარს შეადგენს, მაშინ, როდესაც 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით ამავე მიზნისთვის 26.3 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, პროგრამის დაფინანსება 16.7 მლნ ლარით, ანუ 63.5%-ით იზრდება.

ამავდროულად, პროგრამით მოსარგებლეთა დაგეგმილი რაოდენობა მცირდება. 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის ფინანსური გაანგარიშებით, უფასო სასადილოებში 42 339 მოქალაქის მომსახურება იყო გათვალისწინებული, 2027 წლის პროექტით კი - 39 239-ის, რაც 3 100 მოქალაქით, ანუ 7.3%-ით ნაკლებია.

ბენეფიციართა რაოდენობის შემცირება თბილისის ათიდან ცხრა რაიონშია გათვალისწინებული. ყველაზე დიდი კლება ისანში (653 მოქალაქით), დიდუბესა (600 მოქალაქით) და ნაძალადევში (437 მოქალაქით) იგეგმება. ერთადერთი რაიონი, სადაც მაჩვენებელი უცვლელი რჩება, სამგორია.

უფასო სასადილოებში კვებისთვის გამოყოფილი თანხის სიმცირესა და სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფის პრობლემაზე წლების განმავლობაში ყურადღებას სახალხო დამცველიც ამახვილებდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში BM.GE დაინტერესდა, იგეგმებოდა თუ არა 2027 წლიდან ერთი ბენეფიციარის კვებისთვის გამოყოფილი თანხის გაზრდა. მაშინ თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობდა უფასო სასადილოების მომსახურების შესყიდვის სატენდერო პირობების მომზადება.

ამ ეტაპზე უცნობია, როგორ აისახება დაფინანსების ზრდა კვების მენიუსა და ულუფების მოცულობაზე. ბიუჯეტის პროექტში ასევე არ არის განმარტებული ბენეფიციართა დაგეგმილი რაოდენობის შემცირების მიზეზები.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 5 წლის შემდეგ თბილისის უფასო სასადილოების დაფინანსება იზრდება - ერთ ბენეფიციარზე 1.70 ლარის ნაცვლად 3 ლარია გათვალისწინებული

თემა: თბილისში

ამ თემას 28 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • რუსთავი 2·18:33
    თბილისის განვითარების ფონდმა გამრეკელის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩანაცვლების პროექტი დაასრულა - პროგრამის ფარგლებში სრულად გარემონტებული ბინებით 18 ოჯახი დაკმაყოფილდება
  • ფორმულა·16:49
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • BPN·16:08
    სად გაძვირდება ბინები თბილისში: როგორ იცვლება უძრავი ქონების ბაზარი და რომელ უბნებს აქვთ ზრდის პოტენციალი?
  • პალიტრა ნიუსი·15:42
    თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისშილარი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·20:30

აშენებული სადგურების ქსელთან მიერთების ვადები გაჭიანურებულია - ნანა მაღრაძე

აშენებული სადგურების ქსელთან მიერთების ვადები გაჭიანურებულია - ნანა მაღრაძე
BM.GE·20:10

საფერავის საერთაშორისო დღე WSET-ის ღვინის მსოფლიო კალენდარშია

საფერავის საერთაშორისო დღე WSET-ის ღვინის მსოფლიო კალენდარშია
BM.GE·20:05

ჰაკერებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების Cloud-პლატფორმა გატეხეს

ჰაკერებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების Cloud-პლატფორმა გატეხეს
BM.GE·19:50

ტრამპის მტკიცებით, აშშ-ის ეკონომიკური ზრდის მონაცემები გაყალბდა

ტრამპის მტკიცებით, აშშ-ის ეკონომიკური ზრდის მონაცემები გაყალბდა
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.