მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან ბაქო-თბილისის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება - მთავრობა
6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან ბაქო-თბილისის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება - მთავრობა

6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან ბაქო-თბილისის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება - მთავრობა

BM.GE18 მაისი, 2026, 20:15|bm.ge

6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან ბაქო-თბილისის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა, რა დროსაც ქვეყნების სტრატეგიულ პარტნიორობასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის როდიდან.

"დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის მიღწეული გადაწყვეტილებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ სარკინიგზო რეისები, რომლებიც 2020 წელს პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერდა, ოპერირებას რეგულარულ რეჟიმში განაახლებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი სამგზავრო მიმოსვლისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის კავშირის მნიშვნელოვან, პრაქტიკულ და სტრატეგიულ ალტერნატიულ საშუალებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეავსებს არსებულ საჰაერო მიმოსვლას და ხელს შეუწყობს მოქალაქეთა გადაადგილების, ტურიზმისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.

ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ხალხთაშორისი კავშირებს, რეგიონულ დაკავშირებადობას და ხელს შეუწყობს მობილობის ზრდას. ის ასევე შექმნის გადაადგილების უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და კომფორტულ ალტერნატივას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის განახლება ასევე დადებით გავლენას მოახდენს ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის ტურიზმის, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებზე. აზერბაიჯანი საქართველოსთვის ტრადიციულად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შესაბამისად, მოსალოდნელია ტურისტული ნაკადების ზრდა, რაც დამატებით სტიმულს მისცემს სასტუმრო და მასპინძლობის ინდუსტრიას, მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე იმ რეგიონების ეკონომიკურ აქტივობას, რომლებზეც აღნიშნული სარკინიგზო მარშრუტი გადის.

სატვირთო გადაზიდვების პარალელურად, სამგზავრო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრული დატვირთვით ამოქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მზაობას, უზრუნველყოს თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო მომსახურება სამხრეთ კავკასიაში", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 175 სტატია.

  • თბილისში ქორწილში კაცი მოკლესნეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
  • დღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყებარუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თბილისში დღეს აქცია გაიმართებატვ პირველი
თბილისის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE