მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 61.7%-მდე გაიზარდა
6 თვეში ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 61.7%-მდე გაიზარდა

6 თვეში ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 61.7%-მდე გაიზარდა

BM.GE20 ივლისი, 2026, 15:43|bm.ge

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი 62.6%-ით 2 მილიარდ 391 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 მილიარდ 876 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 20%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. მთლიან ექსპორტში კი ადგილობრივი ექსპორტის წილი, (ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 61.7%-მდე გაიზარდა. გასული წლის ამავე პერიოდში 45.6% იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ექსპორტის წილის ზრდა ძირითადად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვების გააქტიურებით არის განპირობებული. 6 თვეში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 65.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი არიან. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობპროდუქტების ექსპორტის გააქტიურებით ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში 6 თვის მონაცემებით სენეგალი გაჩნდა.

რაც შეეხება საქონელს, წლის პირველ ნახევარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 466.9 მლნ. აშშ დოლარით და აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.5%-ს შეადგენს. ამ პერიოდში ადგილობრივად წარმოებული უმსხვილესი საექსპორტო საქონლის გადაზიდვებში კლება ღვინისა და სპირტიანი სასმელების კატეგორიაშია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

BM.GE

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE