მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $100 მილიონის მინერალური წყალი გავიდა | სად ვყიდით და ვყიდულობთ?
6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $100 მილიონის მინერალური წყალი გავიდა | სად ვყიდით და ვყიდულობთ?

6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $100 მილიონის მინერალური წყალი გავიდა | სად ვყიდით და ვყიდულობთ?

BM.GE21 ივლისი, 2026, 13:41|bm.ge

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 100.5 მილიონი დოლარის ღირებულების 147.7 მილიონი ლიტრი მინერალური წყალი გავიდა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 12%-ით, ხოლო ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა 7.8%-ით გაიზარდა.

ქართული მინერალური წყლების უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სადაც ექვს თვეში 45.9 მილიონი დოლარის ღირებულების 84.8 მილიონი ლიტრი სასმელი გაიყიდა. მას მოჰყვება ყაზახეთი - 18.2 მილიონი დოლარი (20.4 მილიონი ლიტრი) და უკრაინა - 11.6 მილიონი დოლარი (13.9 მილიონი ლიტრი).

უმსხვილეს საექსპორტო ბაზრებს შორის ასევე არიან ლიეტუვა (5.4 მილიონი დოლარი, 7.2 მილიონი ლიტრი), უზბეკეთი (4.2 მილიონი დოლარი, 4.6 მილიონი ლიტრი), მოლდოვა (2.1 მილიონი დოლარი, 2 მილიონი ლიტრი), გერმანია (2 მილიონი დოლარი, 1.5 მილიონი ლიტრი), ბელარუსი (1.3 მილიონი დოლარი, 2.2 მილიონი ლიტრი), ისრაელი (1.17 მილიონი დოლარი, 1.3 მილიონი ლიტრი) და ყირგიზეთი (1.11 მილიონი დოლარი, 1.1 მილიონი ლიტრი).

ამავე პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა მინერალური წყლების იმპორტიც, თუმცა მისი მოცულობა ექსპორტთან შედარებით კვლავ უმნიშვნელოა. 2026 წლის პირველ ექვს თვეში საქართველომ 251 ათასი დოლარის ღირებულების 219.3 ათასი ლიტრი მინერალური წყალი შეიძინა. წლიურ ჭრილში იმპორტის ღირებულება 85.7%-ით, ხოლო მოცულობა 62.9%-ით გაიზარდა.

საქართველოსთვის მინერალური წყლების უმსხვილესი მომწოდებელი იტალია იყო, საიდანაც ქვეყანაში 146 ათასი დოლარის ღირებულების 96.7 ათასი ლიტრი პროდუქცია შემოვიდა. მას მოსდევს რუსეთი (63 ათასი დოლარი, 86 ათასი ლიტრი), უკრაინა (18 ათასი დოლარი, 13.5 ათასი ლიტრი), სომხეთი (8 ათასი დოლარი, 12.5 ათასი ლიტრი) და გერმანია (7 ათასი დოლარი, 4.1 ათასი ლიტრი).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საქართველოდან

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 93 მოქალაქე საქართველოდან გააძევესიმედი
  • სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავსრუსთავი 2
  • საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, დაიღუპა 5 და დაშავდა 24 პირიფორმულა
  • ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის დეფიციტია - სად მიდის საქართველოდან შეტანილი საწვავიტვ პირველი
საქართველოდან →

მსგავსი სტატიები

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

BM.GE

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE