მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6.5 ცენტი საკმარისი არ არის, გაიზარდა მშენებლობის ღირებულება - დავით მირცხულავა
6.5 ცენტი საკმარისი არ არის, გაიზარდა მშენებლობის ღირებულება - დავით მირცხულავა

6.5 ცენტი საკმარისი არ არის, გაიზარდა მშენებლობის ღირებულება - დავით მირცხულავა

BM.GE24 ივლისი, 2026, 01:21|bm.ge

"მრავალჯერ მითქვამს, რომ რეალური პროექტების ანალიზმა აჩვენა, რომ 6.5 ცენტი საკმარისი არ არის", - ასე პასუხობს ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა კითხვას უნდა გადაიხედოს თუ არა CFD აუქციონის ფარგლებში შეთანხმებული ტარიფები.

"საგრძნობლად გაიზარდა როგორც მშენებლობის, ისე მოწყობილობების ღირებულება. ხშირად დეველოპერს უწევს, ზღვრულად მინიმალურ ბიუჯეტზე ჩამოვიდეს, ეს ყველაფერი კი ობიექტის საიმედოობის ხარჯზე ხდება. მაღალი საიმედოობა მაღალ ფასს მოითხოვს. ჩვენ არ ვართ ისეთი მდიდარი ქვეყანა, დაბალსაიმედო ობიექტების მშენებლობის უფლება თავს რომ მივცეთ. ამიტომ, ენერგეტიკაში კომპრომისზე წასვლა დაუშვებელია. 6.5 ცენტი, რომელიც ჩამონადენზე მომუშავე ჰესებისთვის იყო დაწესებული საკმარისი არ აღმოჩნდა. რამდენადაც ვიცი, სამინისტროს ჰქონდა ეს წინადადება და მასზე მუშაობენ, რომ 8-თვიანი პერიოდის 10 თვემდე გაზრდა და ასეთი ტიპის, მოდინებაზე მომუშავე ჰესებისთვის ტარიფის მომატება იმ თვეებში, როდესაც გარანტირებულად განახორციელებენ შესყიდვას. რამდენადაც ვიცი, სტიმულირების გარკვეული მექანიზმი და მხარდაჭერა ექნებათ იმ ჰესებსაც, რომლებიც პატარ-პატარა წყალსაცავებით ერთ ან ორსაათიან რეგულირებას შეძლებენ, თუმცა პირველ ეტაპზე ეს არის მოდინებაზე მომუშავე ჰესებისთვის ტარიფისა და თვეების გაზრდა", - ამბობს მირცხულავა.

2024 წლის სექტემბრიდან მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების მსურველებს შესაძლებლობა მისცა, წინასწარ განსაზღვრული ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ესარგებლათ დარგის მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიეღოთ ფასთაშორისი სხვაობის (CFD) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად. ე.წ. „პირდაპირი კონტრაქტების“ ტარიფად მთავრობამ დაადგინა ფიქსირებული მედიანური ტარიფები, რომლითაც კერძო სექტორი 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. კერძოდ: ჰიდროელექტროსადგურებისთვის (მოდინებაზე) განსაზღვრული იყო 6,5 ცენტი; ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6 ცენტი; მზის ელექტროსადგურებისთვის - 5,6 ცენტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE