მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება
რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე - "თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 04:20|bm.ge

საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც როგორც ადგილობრივი ფუნდამენტური ფაქტორები, ისე გაზრდილი საერთაშორისო ინტერესი განაპირობებს. ამის შესახებ გადაცემა "საქმიან დილაში" "თიბისი კაპიტალის" უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირინა კვახაძემ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ქართული უძრავი ქონების ბაზარი სულ უფრო მეტად ვითარდება და მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რაც ორ მთავარ ფაქტორს ეფუძნება: შედარებით დაბალ ფასსა და მაღალ საინვესტიციო ამონაგებს.

"საქართველოს უძრავი ქონება საინტერესო და შესადარისი ხდება სხვადასხვა ქვეყნის უძრავ ქონებასთან და კარგი საინვესტიციო ინსტრუმენტიცაა მათთვის, ვინც პორტფელის დივერსიფიცირებაზე ფიქრობს. საქართველო, სხვა ქვეყნებსა და ქალაქებს თუ შევადარებთ, ფასით ჯერ კიდევ სიის ქვედა ნაწილშია, თუმცა ამონაგებს თუ შევხედავთ - ქირის ნაწილში სიის სათავეშია. აი, ეს ორი ფაქტორი ხდის საქართველოს უძრავ ქონებას უცხოელებისთვის მიმზიდველს. ამასთან, თავად დეველოპერებიც საკმაოდ განვითარდნენ, დაიხვეწა მათი გაყიდვების სტრატეგიები და სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად შევიდნენ", - განაცხადა ირინა კვახაძემ.

ირინა კვახაძის თქმით, მიმდინარე წელს ბაზარზე ტრანზაქციების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება, რაც წინა წლების მაჩვენებლებსაც კი აჭარბებს. 7 თვის მონაცემებით, ტრანზაქციები ჯამურად 24%-ით არის გაზრდილი: "მასშტაბი რომ დავინახოთ ამ ზრდის და დინამიკის, ასეთი ზრდა უძრავი ქონების გაყიდვებს 2022 და 2023 წლებშიც კი არ ჰქონია. თუ მაშინ ბაზარს ერთჯერადი ფაქტორების გამო მიეცა ბიძგი, ახლა ის ფუნდამენტური მოთხოვნისა და მონაწილეების განვითარების ხარჯზე იზრდება".

"თიბისი კაპიტალის" წარმომადგენელმა ყურადღება მეორადი ბაზრის გააქტიურებაზეც გაამახვილა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეორად ბინებზე მოთხოვნა წლიურად თითქმის 30%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ახალ ბინებზე რეგისტრირებული ზრდა დაახლოებით 4%-ია. თუმცა, როგორც კვახაძე აღნიშნავს, პირველად ბაზარზე რეალური სურათი კიდევ უფრო აქტიურია, რადგან დეველოპერებთან გაფორმებული განვადებებისა და შიდა ტრანზაქციების დიდი ნაწილი რეესტრში მშენებლობის დასრულებამდე არ რეგისტრირდება.

"მეორადი ბაზარი წელს განსაკუთრებით აქტიურია. ერთი მხრივ, პირველადი ბაზრის განვითარებას ყოველთვის თან სდევს მეორადის ზრდა. მეორე მხრივ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველად ბაზარზე გარკვეული საფასო კატეგორიები ადგილობრივი მოთხოვნის ხელმისაწვდომობის არეალს გასცდა. სეგმენტები გადანაწილდა: პირველად ბაზარზე მეტწილად პრემიუმ სეგმენტი წავიდა, ხოლო მეორადზე - "ეკონომი", "ეკონომ პლუსი" და "კომფორტი", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ფასებს, ირინა კვახაძის განცხადებით, ბაზარზე მკვეთრი ნახტომები აღარ შეინიშნება და ფასების ზრდა წლიურად დაახლოებით 5%-ის ფარგლებში სტაბილურდება, რაზეც მოთხოვნასთან ერთად ლარის გამყარების ტენდენციაც ახდენს გავლენას.

მან ასევე ხაზი გაუსვა მიწოდების ფაქტორს კონკრეტული უბნების ჭრილში და მაგალითად დიდი დიღომი და მთაწმინდა მოიყვანა.

"გაყიდვების საკმაოდ დიდი ნაწილი და მიწოდებაც დიდ დიღომშია კონცენტრირებული. მეორე მხრივ, მაგალითად, მთაწმინდაზე გაყიდვები ცოტაა (ივლისში მხოლოდ 60-მდე ბინა გაიყიდა), თუმცა ეს მოთხოვნის არარსებობას არ ნიშნავს - იქ მოთხოვნა არის, მაგრამ მიწოდებაა უკიდურესად ლიმიტირებული".

"თიბისი კაპიტალის" საბაზისო სცენარის მიხედვით, ბაზარზე რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის და სტაბილური ზრდის ტემპი შენარჩუნდება.

"საბაზისო სცენარით, გაყიდვების ნაწილში ვფიქრობთ, რომ წლიური ზრდა პირველად და მეორად ბაზარზე ჯამში 7-8%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ფასის ზრდა - დაახლოებით 5%-ის ფარგლებში დარჩება. ფასების ნაწილში გარდამტეხ და მკვეთრ ნახტომებს არ ველოდებით", - განაცხადა ირინა კვახაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

"პოლიმერ ჯგუფი" სრულ საინჟინრო ციკლზე გადადის - კომპანიამ ამერიკული Xylem-ის ოფიციალური დისტრიბუტორის სტატუსი მიიღო

BM.GE

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

ნუშის მოსავალი წელს დაახლოებით 4 500 ტონამდე გაიზრდება, თუმცა უფრო მეტს ველოდით - ასოციაცია

BM.GE

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანები - TOP 10

BM.GE

კადრების დეფიციტი და სეზონურობა - რა გამოწვევის წინაშე არიან კახეთის სასტუმროები?

კადრების დეფიციტი და სეზონურობა - რა გამოწვევის წინაშე არიან კახეთის სასტუმროები?

BM.GE