მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 7 თვეში ექსპორტი $4.6 მილიარდამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა მცირეა | ექსპრეს მონაცემები
7 თვეში ექსპორტი $4.6 მილიარდამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა მცირეა | ექსპრეს მონაცემები

7 თვეში ექსპორტი $4.6 მილიარდამდე გაიზარდა, იმპორტის ზრდა მცირეა | ექსპრეს მონაცემები

BM.GE13 აგვისტო, 2026, 15:07|bm.ge

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15 მილიარდ 517 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.5%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 4 მილიარდ 668 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%ია. ხოლო იმპორტი 2.4%-ით 10 მილიარდ 849 მლნ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივლისში 6 მილიარდ 180 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8%-ია.

სტატისტიკის ექსპრეს მონაცემებით, მხოლოდ ივლისში ექსპორტი 29.7%-ით გაიზარდა და 792 მილიონი დოლარი შეადგინა. იმპორტი კი 5.8%-ით $1 მილიარდ 703 მილიონამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო ვაჭრობის 7 თვის დეტალური მონაცემები 19 აგვისტოს გამოქვეყნდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკურენციის სააგენტომ „ხეირი ნახე“ დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ „ხეირი ნახე“ დააჯარიმა

BM.GE

პუტინი იაპონიასთან სადავო კუნძულზე ჩავიდა - ტოკიო აპროტესტებს

პუტინი იაპონიასთან სადავო კუნძულზე ჩავიდა - ტოკიო აპროტესტებს

BM.GE

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა - მათგან 55 რეალიზატორია

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა - მათგან 55 რეალიზატორია

BM.GE

თეთრი სახლის პრესმდივანი თანამდებობას ტოვებს

თეთრი სახლის პრესმდივანი თანამდებობას ტოვებს

BM.GE