
7 თვეში ჯანდაცვის სამინისტრომ ₾5,5 მლრდ დახარჯა| რამდენი აითვისა დანარჩენმა 12-მა სამინისტრომ?
2026 წლის 7 თვეში 13-მა სამინისტრომ 11,8 მლრდ ლარი დახარჯა, რაც მთლიანი გადასახდელების ანუ ხარჯების 71%-ია.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მიმოხილვის თანახმად, იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი თანხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დახარჯა - ₾5,5 მლრდ ლარი, რაც წლიური გეგმის 56.7%-ია. როგორც ცნობილია, ამ უწყების წლიური ბიუჯეტი 9.7 მილიარდი ლარია.
სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროებისთვის გამოყოფილი სახსრების ათვისების ანალიზი აჩვენებს, რომ მეორე სამინისტრო, რომელმაც 7 თვეში ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა - ₾1,7 მილიარდი ლარი (წლიური გეგმის 62%) განათლების სამინისტროსთვის 2026 წელს 2.7 მილიარდი გამოყოფილი.
რაც შეეხება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც დაფინანსების მიხედვით, სამეულში შედის, იანვარ-ივლისში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1,1 მილიარდი ლარი აითვისა, რაც წლიური გეგმის ანუ 3,1 მილიარდი ლარის 37,6%-ია.
როგორია ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ათვისება ანუ ხარჯვა 13 სამინისტროში:
BM.GE
წყარო: bm.ge